ფილმებმა და თამაშებმა ტექნოლოგიური ცვლილებების სრული უპირატესობის ჩვენება ყველაზე კარგად მოახერხა. ხშირად ყველაფერი იმდენად იმერსიულია, რომ სიუჟეტის გმირებადაც გაგრძნობინებთ თავს. მაგრამ, მზად ხართ თუ არა იმისთვის, რომ იქ არსებული სუნი იგრძნოთ?
მოდით, ვაღიაროთ, რომ ამაზე ერთხელ მაინც გვიფიქრია ან გვიოცნებია… Aroma Shooter-ს, რომლის დებიუტი CES 2023-ზე შედგა, „არომატების გაციფრულება და ახალი საკომუნიკაციო არხის შექმნა შეუძლია იმავე ოჯახში, რომელშიც ტექსტი, სურათები და აუდიო გვხვდება”.
მოწყობილობას კარტრიჯიც მოჰყვება — მყარი მოწყობილობა, რომელსაც სუნის შეცვლა 0.1 წამში შეუძლია, თანაც, სხვადასხვა სუნის არევის გარეშე. იგი თქვენ ირგვლივ არსებულ ჰაერს იწოვს და სურნელს თქვენკენ აფრქვევს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ჰბაძავს იმას, რაც თქვენ წინ არსებულ ეკრანზე ხდება.
მაგალითად, Aromajoin-ის დემო ვიდეოში კომპანიამ ორი ანიმე გამოიყენა. პირველ შოუში Quintessential Quintuplets მონიშნული იყო ალუბლის ყვავილის, ყურძნის და ატმის სურნელები, რაც ანიმეს ესთეტიკას ეყრდნობოდა. მეორე კი ვიდეო თამაშია, რომელიც შემდგომ ანიმე გახდა, როგორც აღმოჩნდა, Cyberpunk: Edgerunners-ს კარამელის, კვამლის, ყავისა და მიხაკის კვირტის სუნი აქვს.
საინტერესოა ისიც, რომ Aromajoin-ის მონაცემთა ბაზაში სხვადასხვა სუნს თან შოუებისა თუ თამაშების სინოფსისი ახლავს, რათა გააგებინოს მაყურებლებს, როგორი სუნი ექნებოდა სამყაროს, თავად რომ ყოფილიყვნენ მასში. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ წინასწარ განსაზღვრული სურნელით ამას ვერ მოახერხებს, შეგიძლიათ თავად შექმნათ იგი — YouTube ვიდეო პროგრამასთან უნდა დააკავშიროთ და სუნი ვიდეოში არსებულ დროის კოდებს მიამაგროთ.
და რას მოგვცემს ეს? შესაძლოა, თქვენი საყვარელი ფილმებისა და თამაშების სუნის შეგრძნებამ ახალი არომატი შესძინოს იმას, რაც უკვე გიყვართ. და თუ ფიქრობთ, რომ Aroma Shooter-ით ძალიან ისიამოვნებთ, მის შეძენას 998 დოლარადაც შეძლებთ.