in

„არომაკოს“ არომა მარკეტინგი – კომპანია, რომელიც სპეციალურად თქვენთვის შექმნილ არომატებს გთავაზობთ

ალბათ, ყველას გქონიათ მომენტი, როცა ქალაქი, მაღაზია, კაფე, რესტორანი მისი სურნელით დაგიმახსოვრებიათ და წლების შემდეგაც კი, პირველი რაც იმავე ადგილზე მოხვედრისას გაგხსენებიათ,  სწორედ ნაცნობი არომატი იყო. ბრენდი, რომელზეც დღეს უნდა გიამბოთ, ქართულ ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. საუბარია „არომაკოზე“. კომპანიაზე, რომელიც ორგანიზაციების,  საჯარო სივრცეების წარმომადგენლებს და თქვენ წარმოიდგინეთ, საცხოვრებელი სახლის მფლობელებსაც სპეციალურად მათთვის შექმნილ სურნელს სთავაზობს. დღეს, არომა მარკეტინგი, საზღვარგარეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში, შეიძლება ითქვას, ნაკლებად  აქტუალურია. „არომაკოში“ ამბობენ, რომ სწორედ ამ რეალობის შეცვლა სურთ, რაც მათთვის პრობლემა ნამდვილად არ იქნება, რადგან ეს ბრენდი ისრაელში დაფუძნებული იმ საერთაშორისო კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელსაც, მსოფლიოს მასშტაბით, 36 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

„არომაკოზე“, მის უპირატესობასა და სამომავლო გეგმებზე, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ტალ ავნი გიამბობთ.

„ჩვენი ძირითადი საქმიანობა არომა მარკეტინგია. ევროპასა და ამერიკაში, ეს ძალიან გაყიდვადი პროდუქტია. იქ ახალი კომპანია,რომ იქმნება, მისთვის დამახასიათებელი არომატის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპში, აუცილებელი დეტალია. როგორც წესი, ყველა ცნობილ ბრენდს, ექსკლუზიური, უშუალოდ მისთვის შექმნილი სურნელი აქვს. გვინდა, საქართველოშიც ასეთი აქტუალური გახდეს არომა მარკეტინგი. „არომაკო“ კი ამ მიმართულებით, ნამდვილად საუკეთესო  კომპანიაა.

ზოგადად, რა ბენეფიტები აქვს არომა მარკეტინგის გამოყენებას ბიზნესში? და არომაკორას სთავაზობს ქართველ მომხმარებელს

ტალ ავნი: ამ პროდუქტს  ბევრი დადებითი თვისება აქვს: გარდა იმისა, რომ თქვენს ოფისში ან სახლში ძალიან სასიამოვნო, თქვენზე მორგებული და თქვენთვის შექმნილი სურნელი იტრიალებს, ამცირებს ასთმისა და ალერგიის გამომწვევ  მიზეზებს, ხელს უშლის ინფექციების გავრცელებას, ანადგურებს ტოქსიკური ობის სპორებს.  ჩვენი არომატები შეიცავს  უნიკალურ ნივთიერებას –  პრობიოტიკს, რომელიც საქართველოსთვის სიახლეა. ეს არის დადებითი ბაქტერია, რომელსაც ადამიანი აქამდე მხოლოდ საკვები დანამატის საშუალებით იღებდა. მეცნიერებმა, ცოტა ხნის წინ  შეიმუშავეს ახალი  ტექნოლოგია  და ეთერზეთებს დაუმატეს პრობიოტიკები. რაც სასარგებლოა,როგორც ბავშვების ისე უფროსებისთვის. სწორედ ეს პრობიოტიკებია ჩვენს ეთერზეთებში.

რითია არომაკო გამორჩეული? 

ხარისხით, ფასით დააპარატურით. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში პრობიოტიკები ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენს ეთერზეთებსა და შესაბამისად, სისტემაშია.

როგორც აღნიშნეთ, მაღაზიების, ოფისების გარდა, არომაკოს მომსახურებით სარგებლობა ბინებში ან საკუთარი სახლებშიც შეიძლება . . .

„არომაკო“ არის ყველასთვის, იქნება ეს ოფისი, ტანსაცმლის მაღაზია, კაფე, რესტორანი თუ სხვა… პრინციპში არ არსებობს ობიექტი, სადაც არ გამოიყენება ეს პროდუქტი. ბუნებრივია, ეს ბინებსა და სახლებსაც ეხება. ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობთ სერვისის კუთხით: ჩვენი ტექნიკოსი მიდის, შეისწავლის გარემოს, ფართს, განლაგებას – ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, ინტერიერის ფერსაც კი. ამ მონაცემებით, ექსპერტები გადაწყვეტენ, როგორი სურნელი შეესაბამება ამ კონკრეტულ ობიექტს და ამის შედეგ ვამონტაჟებთ სისტემას, დამკვეთი კი იხდის გარკვეულ თანხას ყოველთვიურად. სახლისთვის/ბინისთვის გვაქვს სპეციალური აპარატი, რომელსაც მოჰყვება 4 სურნელი და აქვს  სმარტ სისტემაც კი: პირობითად, შეიძლება ელექტრო ენერგიის ანთებისას გაიფრქვეს ოთახში სურნელი. გარდა ამისა გამოფრქვევის ინტენსივობასაც თავად დამკვეთი წყვეტს.

როგორც აღნიშნეთ, არომა მარკეტინგი დასავლეთის ქვეყნებში ძალიან აქტუალურია და გსურთ, საქართველოშიც შეუწყოთ ხელი ამ პროდუქტის განვითარებას. მის დადებით ეფექტებზე,რომ ვისაუბროთ, რას აძლევს კომპანიებს, მოგების თვალსაზრისით, არომა მარკეტინგი

ზოგადად, არომა მარკეტინგი ხელს უწყობს გაყიდვების სტიმულირებას, არსებული მომხმარებელების შენარჩუნებას და ახალის მოზიდვას. პირობითად, სტომატოლოგიურ კლინიკაში, სადაც უმეტესობას ეშინია მისვლა, მაგრამ გარემო გასურნელებულია სპეციალური სურნელით, პირობითად, ლავანდას ექსტრაქტით, რომელიც ძალიან ამშვიდებს, პაციენტები ბევრად კომფორტულად და მშვიდად გრძნობენ თავს. შესაბამისად, ისინი ყოველთვის ამ მომსახურებით სარგებლობენ. როგორც წესი, ამ დროს ქვეცნობიერ დონეზე ხდება ზემოქმედება. კვლევების შედეგად დადგენილია, რომ არომა მარკეტინგი 15%-მდე ზრდის გაყიდვებს.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

მართალია, დღევანდელი მოცემულობით, რაიმეს პროგნოზირება არ არის მარტივი, მაგრამ მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ინტერესი ჩვენი პროდუქტის მიმართ ძალიან დიდია  და უკვე ვთანამშრომლობთ რამოდენიმე მსხვილ კომპანიასთან. დარწმუნებული ვარ, პანდემია, რომ დასრულდება და მაღაზიები, ოფისები თუ სხვა ობიექტები გაიხსნება, ყველგან კარგი სურნელი იქნება.

 

[R]

მატილდა გვარლიანი REDValentino-ს სადღესასწაულო კოლექციის სახე გახდა

“საქართველო ევროპაა. ჩვენ საერთო ბევრი გვაქვს” – Advertwise & Mr.Wolf-ის ნამუშევარი