Arsenal FC-ის ახალი ფორმის პრეზენტაცია აქამდე ნაცნობს სრულიად არ ჰგავს. ამ მიზნით სიურრეალისტური მხატვრული ფილმი შემოგვთავაზეს, რომელშიც კინემატოგრაფია და იუმორი გააერთიანეს. საფეხბურთო კლუბის ვარსკვლავები კი გრანდიოზულად წარმოაჩინეს. ოღონდ პირდაპირი გაგებით — ფილმში დიდი ქალაქების ხელით შექმნილ მინიატიურულ ვერსიებს ვხედავთ, რომელთაც ლია უილიამსონის, ბუკაიო საკას, მარტინ ოდეგაარდის, ალესია რუსოსა და დეკლან რაისის გიგანტური ვერსიები ფარავს. ასე კი გვეუბნებიან, რომ არსენალი „მზადაა მწვერვალებისთვის“:
მინიატიურული ქალაქები და გიგანტური ფეხბურთელები — Arsenal FC-მ ახალი ფორმის წარდგენა სიურრეალისტური ფილმით გადაწყვიტა












