in ,

Arsenal-მა ტანსაცმლის ახალი კოლექციის საჩვენებლად გალობა დაიწყო

Arsenal-მა ახლახან დაიწყო London label Aries-თან თანამშრომლობა და დამოუკიდებელ ქუჩის მოდის ბრენდთან პარტნიორობით თავისსავე ისტორიაში პირველი შემთხვევაც ჩაწერა. კოლექცია კლუბის ერთგულ პირებს ეძღვნება, რომელთაც Arsenal Faithful-ის ჯგუფში აერთიანებენ…

BOG
BOG

თუმცა სანამ არსენალის გალობას მოგასმენინებდეთ, გეტყვით, რომ კამპანიის ფარგლებში ორი ბრენდი ერთმანეთთან დაკავშირებას შრიფტების შერწყმით ცდილობს — Arsenal-ს Aries-ის შრიფტით წერენ, ხოლო კლუბის დაარსების წელში 1886, ასევე, Aries-ის საკულტო ლოგოს ვხედავთ. სხვა სიმბოლოები კი ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გვხვდება, თავისივე წამყვანი ფიგურებით კლუბის ისტორიაში.

შეზღუდული გამოშვების კოლექცია სულ 26 ერთეულისგან შედგება.

Aries-თან თანამშრომლობა ორი ბრენდის დღესასწაულია, რომლებსაც ლონდონურ კულტურაში აქვთ ერთად ფესვი გადგმული, რათა შექმნან რაღაც უნიკალური თავიანთი მხარდამჭერებისთვის. ეს კიდევ ერთი პირველი შემთხვევაა, სადაც მოდა ხვდება Arsenal-ს იმ გზით, რომელიც ჩვენი კლუბისთვის განსხვავებულია. სასიამოვნო იყო კოლექციაზე ერთად მუშაობა, — აცხადებს ადამ გარდინერი, არსენალიდან. 

ფილმში ბუკაიო საკას, ალესია რუსოს, მარტინ ოდეგარდსა და დეკლან რაისის ნახავთ ლონდონის შემოქმედებითი საზოგადოების წევრებთან და მუსიკოსებთან ერთად. London City Voices-ის ხმებსაც მოისმენთ, One Nil-ის გალობას, რომელიც 90-იან წლებში გახდა პოპულარული…

ლიბერთიმ, პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

12 ოქტომბერს, სითი მოლის დაბადების დღეზე, 30% ქეშბექი გელოდებათ 100-ზე მეტ მაღაზიაში