13
Feb
2019

საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში

13 Feb 2019

იმ ამბებში, რაც კომპანია „არსს“ გადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია – აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსე – არსი 30 წლისაა.

 

კომპანიაარსისპირველი ნაბიჯების შესახებ მისი ერთერთი დამფუძნებელი, არქიტექტორი გია აბულაძე მოგვითხრობს.

ჩვენ ვმუშაობდითგიპროგორსტროიში“, ქართულადსაქქალაქმშენსახპროექტში“. ეს იყო საპროექტო ინსტიტუტების ქსელი, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ჩვენსას ერქვასაქართველოს ქალაქმშენებლობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი. მოკლედ, ჩვეულებრივი საბჭოთა გაუგებრობა ბევრი პროექტით, საქართველოსა და სსრკის მასშტაბით“.

გია აბულაძის ჯგუფი საბჭოეთის ისტორიის მიწურულს ლევან კილაძის სახელოსნოშიმზიურისპროექტზე მუშაობდა.

თავიდან ირაკლი მასხარაშვილი იყო ამ ჯგუფის უფროსი, მერე ირაკლი მასხარაშვილი გახდა სახელოსნოს ხელმძღვანელი და მე მომიწიამზიურისჯგუფის ხელმძღვანელობა. 82 თუ 83 წელს გაიხსნამზიურისჩასასვლელი ჭავჭავაძის ქუჩიდან. ამ პროექტს კომკავშირის ცეკა უწევდა პატრონაჟს. ჩასასვლელის გახსნამდე სამი თუ ოთხი წელი ვმუშაობდითმზიურისგენგეგმაზე. შესასვლელისა და პარკის პატარა მონაკვეთის კეთილმოწყობის მერე გაიშალა ფრონტი, ერთდროულად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობდით, ამიტომ ნელნელა არქიტექტორთა ჯგუფების შედგენა დავიწყეთ, კონკურსებს ვაწყობდით ინსტიტუტში, ნიჭიერი ტიპების გამოსავლენად. ასე რომ, სრულიზასტოისპერიოდში ჩვენ ვმოძრაობდით. იმ დროს, ჩვენთან იყვნენ გაგა კიკნაძე, ირაკლი როსტომაშვილი, ლევან მუშკუდიანი, მიკა ყრუაშვილი, თიო გაბუნია, გეო ინასარიძე, მალხაზ კვესელავა, ზურა ლოლაშვილი“, – იხსენებს გია აბულაძე.

საქქალაქმშენსახპროექტში“ (როგორც მთელი საბჭოთა კავშირის საპროექტოებში) იყო ერთგვარი იერარქია: უმცროსი არქიტექტორი, არქიტექტორი, უფროსი არქიტექტორი, ჯგუფის უფროსი, სახელოსნოს უფროსი, მთავარი არქიტექტორი და ასე შემდეგ. მიაღწევდი რაღაც დონემდე და ხელფასი გექნებოდა მაქსიმუმ – 220 მანეთი. ამიტომ არქიტექტორთა დიდი ნაწილი ძირითად სამუშაოსთან ერთადლევადაცმუშაობდა. ჩვენ ეს არ გვეხებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი დაბალი იყო, დღე და ღამე ვმუშაობდით, ვერთობოდით, საინტერესო იყო, ახალგაზრდები ვიყავით“, – ამბობს გია აბულაძე.

მერე დაიწყო პერესტროიკა. „მზიურისპროექტი, რა თქმა უნდა, გაიჭედა, ისევე, როგორც ბევრი სხვა მასშტაბური პროექტი.

შემოიღესხოზრასჩოტ-1“ დახოზრასჩოტ-2“. აზრი ვითომ ის იყო, რამდენსაც იმუშავებთ, იმდენს მიიღებთო. მაგრამ ისეთი რთული ფორმულები იყო, გაგიჟება შეიძლებოდა. „ხოზრასჩოტ-2“ უფრო დახვეწილი იყო, თუმცა იმასაც ვერ გაიგებდი, რა იყო. სრული მარაზმი. მაგრამ დიდი ცვლილებები იწყებოდა.

ერთ დღესაც გავიღვიძეთ და გავიგეთ, რომ კოოპერატივის შექმნა შეიძლება. დავიწყეთ ქექვა, რას ნიშნავს კოოპერატივი. გავიგეთ, რომ სამორინე არ შეიძლება გააკეთო, არც ბორდელი, იარაღს ვერ აწარმოებ, დანარჩენი შეგიძლია, რაც გინდა და კანონით აკრძალული არ არის. მოკლედ, თან გვჯეროდა, თან არა. წავედით მე, ფარნა ზაქარაია და თიო გაბუნია, ჩამოვაყალიბეთ კოოპერატივიიერი“. თიომ სახელი ისე დაწერა, რომ ჯვრის ფორმა მიიღო და ძალიან ეფექტურად ჩანდა. საბუთებისა და რეგისტრაციის რიგში გავიცანით ჯგუფიირიდა“, ისინი სამოდელო საქმეს იწყებდნენ. გაიგეს, რომ არქიტექტორები ვიყავით და გვთხოვეს, დიდუბეში ფართი გვაქვს და იქნებ გაგვიკეთოთო. მოკლედ, გავაკეთეთირიდასპროექტი, თიო ხარაჩოებზეც დარბოდა. გავითვალისწინეთ დეფილე, სამკერვალო, დამხმარე სათავსები, ყველაფერი. გახსნა იყო სადღესასწაულო“, – ყვება ცნობილი ქართველი არქიტექტორი გია აბულაძე.

ამ დროს საბჭოთა საქართველოში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, უკვე სრული სვლით მიდის პერესტროიკა.

გია აბულაძე: „ის პერიოდი კარგად რომ დაინახოთ, ერთ პატარა ეპიზოდს გიამბობთ. „ირიდასინტერიერის მოსაპირკეთებლად გვინდოდა მარმარილო, რომლის კარიერიც ქუთაისთან იყო. „მზიურისმშენებლობიდან ვიცოდი, რომ ამას სჭირდებოდა მინისტრთა საბჭოს დადგენილება, სხვანაირად იმ მარმარილოს არც დაგვანახვებდნენ. გურამ მირიანაშვილი იყოგოსსტროის“ (სახმშენიკომიტეტი იყო ასეთი) თავმჯდომარე. კარგად ვიცნობდი ბატონ გურამს, ინსტიტუტში მასწავლიდა, თვითონაც კეთილად იყო განწყობილი. მივედი და ვთხოვე, ამდენი და ამდენი მარმარილო გვჭირდება და იქნებ ლიმიტი გამოგვიყოთმეთქი. ერთ ტიპს დაუძახა, იმან ნებართვა შეადგინა, მერე ჩაასწორა, სართულებსა და ოთახებში ატარა, ხელმოწერები მოაგროვა და მეორე დღის 12 საათვისთვის დაგვიბარა. მივედით მეორე დღეს, დაგვახვედრეს ეს ნებართვა და გურამ მირიანაშვილის წერილი კარიერის უფროსთან. იმავე დღეს წავედით, „ირიდასწარმომადგენელიც გამოგვყვა. მოკლედ, ძალიან წელგამართულები ვართ, რომ გურამ ზაალოვიჩმა ერთ დღეში ნებართვაც მოგვცა და წერილიც გაგვატანა. მივედით, ვნახეთ კარიერის უფროსი და ეს ქაღალდები დავუწყეთ. იმან წაიკითხა, მერე ჩვენ აგვათვალიერა და წერილი თავის ნებართვიანად გადახია. შემოგვხედა და გვითხრა: რა გინდათ და რამდენი გინდათ? ეს ქვა ღირს ამდენი, ეს ამდენი, ეს ამდენი. რომელიც გინდათ, აირჩიეთ, ერთ კვირში ჩამოდით, გადაიხადეთ და წაიღეთო. გაოგნებულები დავრჩით. მოკლედ, გზაში, აქედან თერჯოლამდე, დაგვეწია კაპიტალიზმიეს იყო ჩვენი პირველი დამოუკიდებელი საქმე“.

არსი“ 1989 წლიდან – 18 თებერვალს კომპანიას 30 წელი უსრულდება. “არსის” 30–წლიან ისტორიას სტატიების სერიაში მოგითხრობთ. კიდევ ბევრი საინტერესო ეტაპი გვაქვს მოსათხრობი.

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა