21
Mar
2019

საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი VII)

21 Mar 2019

იმ ამბებში, რაც კომპანია „არსს“ გადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია – აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსე – “არსი” 30 წლისაა.

როგორ ახერხებდა პროფესიონალთა ერთი ჯგუფი მენტალურ გადატრიალებას, ფასეულობათა გადაფასებასკომპანიის ისტორიის მორიგი, არანაკლებ საინტერესო ეტაპის თხრობასარსისდამფუძნებელი, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი განაგრძობს:

“ეს ის პერიოდია, როცა უცხოეთიდან საქართველოში ჩამოდიოდნენ მსხვილი კალიბრის აფერისტები, ოსტაპ ბენდერები. ერთი იყო იტალიელი, ჯან ფრანკო ბონომი. ნიჭიერი ადამიანი იყო, შეეძლო ნებისმიერ თემაზე ესაუბრა. ჩამოვიდა და გაერკვა, ვინ ვინ არის. გაიგო, რომ კერძო კომპანია გვქონდა, დაგვიკავშირდა. გვნახა, რომ ვართ ახალგაზრდა, ენერგიული ხალხი და დაიწყო თანამშრომლობა. მე საქართველო უნდა ავაღორძინოოამ იდეას აწვებოდა, იტალიიდან უნდა ჩამოეყვანა ინვესტორები. ბონომიმ ჩაგვიყვანა გენუაში, ქართული კულტურის ცენტრი უნდა გავაკეთოთო. ეს ის წლებია, ჯერ კიდევ მოსკოვიდან რომ დავფრინავთ. მოკლედ, გენუაში რაღაც უცნაურ ადგილას მიგვიყვანა, მონაზონი ქალები დადიან აქეთიქით. ჩვენ დავიწყეთ აზომვა, ჩახატვა, მსჯელობა, აქ ის განლაგდება, აქ სუხიშვილები იცეკვებენ, იქრუსთავიიმღერებს და ასე შემდეგ. მონაზვნები კი გვიყურებენ გაკვირვებით, ბონომიმ რა უთხრა, ხომ არ ვიცით. თურმე დედათა მონასტერია, რა კულტურის ცენტრი. მორიგი აფერა. იტალიიდან ჩარტერული რეისით წამოგვიყვანა, თვითმფრინავში ჩვენთან ერთად ისხდნენ ვიღაც კარდინალი, ბანკირები, მშენებლები. აი, ასეთი ტიპები მოაგროვა. ერთადერთი, ვინც გათვალა, რომ აფერისტი იყო, იყო თენგიზ აბულაძე. იმასაც უთხრა, ერთობლივი ფილმები გადავიღოთო, მაგრამ თენგიზმა არ მიიკარა.

თბილისის ომი რომ დაიწო, ბონომი ცხოვრობდა სასტუმროთბილისში“. სასტუმროს ცეცხლი რომ გაუჩნდა, გამოვიდა და მოწიწებითვეფხისტყაოსანიგამოიტანა: ჭირს წაუღია ჩემი ტანსაცმელი, წიგნი გადავარჩინეო. არავინ იცის, სად იშოვა თუ იპოვა, ალბათ ვიღაცამ აჩუქა. ქართველები გაგიჟდნენ ამაზე. ეროვნული ბანკის საცავები დაიწვა, ის ფეხებზე დაიკიდეს დავეფხისტყაოსნის“ „გადარჩენამაღაფრთოვანა.

ხილიანიდან და ყიფშიძიდან ხალხი უნდა გაგვეყვანა და მშენებლობა დაგვეწყო. სად გაგვეყვანა, ან რა უნდა მიგვეცა, არ ვიცოდით. შავლეგო გეგეჭკორმა, ჩემი კლასელი იყო, I არხზე დილის გადაცემეში მიმიწვია. მივიტანე ხილიანის მაკეტი და ვთქვი, რომ ასეთ მშენებლობას ვიწყებთ, პროექტი დამტკიცებულია და ვისაც ბინები გაქვთ გარეუბნებში, ჩაგვაბარეთ და როცა აშენდება, ასეთ სახლებში ხილიანსა ან ყიფშიძეზე მოგცემთმეთქი. მეორე დღიდან დაიწყეს მოსვლა და ბინების ჩაბარება. იმდენი მსურველი იყო, დიდი, საკანცელარიო ჟურნალები გავავსეთ. ბინები იმიტომ გვინდოდა, რომ იქაური მოსახლეობა გაგვეყვანა.

არანაირი კანონი და სტანდარტი არ არსებობდა, არავინ არაფერი იცოდა, რა ეკუთვნოდა, რამდენი. თანაც ძირითადად დაუმტკიცებელი, უკანონო მშენებლობები იყო, ბარაკები. მოსახლეობაზოგი ჩხუბობს, ზოგი ისვრის. ვართ გაუთავებელ დავიდარაბაში. ვიღაცას გამოვართვით შავი ვოლგა, ჩავსვით ჩვენი მეგობარი გია ცინცაბაძე, კომკავშირულპარტიული იერით, დაბანილდავარცხნილი, შავი სათვალით, კოსტიუმში გამოწყობილი, მოვიდა ხილიანზე. მე იქ ვარ, შუა ჩხუბსა და ყაყანში. მოვიდა ეს ვოლგა, გაჩერდა, ჩამოსწია გიამ ფანჯარა. მე მივედი, მივესალმე. გადმოვიდა, ხელი ჩამომართვა, რა ხდება, რამე დახმარება ხომ არ გინდათო? არა, ყველაფერი გვარდება, კარგი ხალხიამეთქი. ჰო, თუ რამეა, საქმის კურსში ჩამაყენეო, და წავიდა. ხალხი ცოტა მოტყდა. სულ ასეთ დღეში ვიყავით.

ერთი რუსი ბომჟი ცხოვრობდა იქ. არც პასპორტი, არც არაფერი, არავინ იცოდა, საიდან იყო, იქ როგორ მოხვდა. ვეკითხებით, რა გინდა, რა მოგცეთ? თვითონაც არ იცის. ბოლოს შევთანხმდით, ვუყიდე მატარებლის ბილეთი, ძეხვი, პური, ერთი ბოთლი არაყი, ჩავსვი მატარებელში და გადაჯდომებით პავლოდარში გავუშვი. კიდევ ერთ ტიპს ვაძლევდით ერთ ოთახიანს, არა, ორიანი მინდაო. არ გამოვამეთქი. ბევრი ყაყანის მერე მივეცით ოთახნახევრიანი ბინა და დეიდის ქელეხი გადავუხადეთ. ერთი მორფინისტი ტიპი იყო და საწოლიანად გამოიტანეს, ვერ დგებოდა. მეორე სახლიდან კარადა გამოიტანეს და სახლი სულ დაინგრა, ჭერი იმ კარადაზე იყო დაყრდნობილი. ხომ გავიყვანეთ ხალხი, მაგრამ მათთან დავა და დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა.

მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა და ყველაფერი ქრებოდა. 91-ის აპრილში მოვიყვანე ცოლი, ქორწილში ზურა აბულაძემ მაჩუქა ორი კანისტრა ბენზინი და საქორწილო მოგზაურობაში წავედით თელავში. იმდენად არეული სიტუაცია იყო, ჯაბას ვთხოვე, იარაღის ტარების უფლება მომეციმეთქი. კი, ახლავეო, მითხრა და დამიწერა:

გახშირებული იყო ქურდობა, სამშენებლო მოედანიდან ხშირად გვპარავდნენ მასალებს. გვინდოდა დაცვა აგვეყვანა და ხელშეკრულება გავაფორმეთ მხედრიონთან, ანუ მაშველთა კორპუსთან. კონტრაქტში ხომ იწერებაშემდგომში ეს დამკვეთი, ეს შემსრულებელი. დავწერეთ, შემდეგშიმაშველიდა შემდეგშისაშველი“.

არსის” 30–წლიანი ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ მომდევნო სერიებში მოგითხრობთ. წინ კიდევ ბევრი უნიკალური მოვლენა გელოდებათ

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა