2
ივლ
2012

Art-ი ქირის ნაცვლად – უნცური მარკეტინგული სვლა.

2 ივლ 2012

შვედებმა (სტოკჰოლმი) შესანიშნავი იდეა განახორციელეს, სასტუმროში მისულ სტუმრებს ოთახის ქირის გადახდის მაგივრად შეუძლიათ სასტუმროს დიზაინის შექმნაში მიიღონ მონაწილეობა, მოხატონ კედლები ან დახატონ რაიმე საინტერესო.

The Clarion Hotel-მა ეს იდეა  Chelsea Hotel in New York-გან აიღო.

ტიმ მეტისონი სასტუმროს მენეჯერი ამბობს:

– ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ ჩვენი გენერალური მენეჯერის ბაბუა მხატვარი გახლდათ. Chelsea Hotel-ში მისი რამოდენიმე ნამუშევარი იყო განთავსებული , როდესაც სასტუმრო დაიკეტა ტილოები ჩვენთან გადმოვიტანეთ. შემდეგ დაგვებადა იდეა ტრადიცია გაგვეგრძელებინა, ოღონდ იმ განსხვავებით რომ, ჩვენ ნებისმიერ ნამუშევარს მივიღებდით, Chelsea Hote-ში ჯერ ნამუშევარს აფასებდნენ და შემდეგ მისი მიხედვით უქვითავდნენ ოთახის ქირას.

რატომაც არა?! მოვიდნენ და დახატონ, შემოგვთავაზონ ახალი იდეები. რატომ არ უნდა დაფასდეს ხელოვნება?! თუნდაც იგი მაღალ მატერიებზე არ იყოს დაფუძნებული. ვინ ვართ ჩვენ რომ სუბიექტურად შევაფასოთ ნამუშევრები, ყველაფერს აქვს არსებობის უფლება.

განხილვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.