in ,

Art Auto ავტო ტუნინგ ცენტრი თბილისში

Startauperi
Startauperi

Art  Auto ავტო ტუნინგ ცენტრია, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. მათი სპეციალისტი ლევან ჩადუნელი ამბობს, რომ იყენებენ ამერიკულ და ევროპულ მასალებსა და სპეციალურ ტექნოლოგიებს.

1073144_192152720945690_1145916923_o

„გვაქვს ტუნინგის მომსახურება ნებისმიერი ავტომობილისთვის. გვაქვს შემდეგი სერვისები: შუშის დამუქებას კანონის შესაბამისად, წინა და უკანა ფარის დამუქებას ტეხვისგან და დაზიანებისაგან დამცავი ფირით, ავტომანქანის საწვიმარი სარტყელის ე.წ. „კანტების“ დამუქებას, სპეციალური მასალით, სალონისა და ექსტერიერის დაკარბონებას, ვაკეთებთ რამდენიმე კარბონის გადაკვრას – ვიზუალურად ზოლიანი 3D ეფექტის მქონე, პრიალა, გლუვი ფირებით. რა თქმა უნდა, შავი ფერის. ფარის გაპრიალებას, ჰიდრო კარბონირება, ავტომობილის დამცავი ფირით შეფუთვას“.

რაც შეეხება ფასებს, ლევან ჩადუნელის თქმით, მომსახურების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითისთვის, ფარის დამუქება 30-50 ლარამდე ჯდება. „ჩვენი უპირატესობა მაღალი ხარისხისა მასალებისა და მომსახურების გარდა ის არის, რომ ერთ სივრცეში გვაქვს სხვადასხვა საჭირო სერვისი, არის ე.წ. ბოქსები, სადაც მხოლოდ კარბონის გადაკვრა ხდება, ზოგი ხელოსანი მხოლოდ დამუქებას აკეთებს და ა. შ.”

კომპანია, დაახლოებით ერთი წელია არსებობს და როგორც თავად ამბობენ, მისი შექმნის იდეა მოთხოვნილებიდან გამომდინარე გაჩნდა. ლევან ჩდუნელის თქმით, ბაზარზე ამ სერვისი მოთხოვნა არის. თუმცა, წინა თვეებთან შედარებით, იანვარში მსურველთა ნაკლებობა ნამდვილად შეინიშნება. ამობს, რომ წინასაახალწლოდ და შემდგომ დღეებშიც, სერვისის მიღების მსურველებს ინფორმაციის მიღების მსურველები ჭარბობდნენ.

Art  Auto, ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს. სამომავლოდ, შესაძლებელია, მომხმარებლებს სერვისი სხვა დიდ ქალაქებშიც შესთავაზონ. ასევე გეგმავენ მომსახურებისა და პროდუქტების გაზრდას.

179710_184017635092532_1613091559_n

998900_184017665092529_529582868_n

1048224_186661008161528_380143344_o

1071273_196507427176886_2113960509_o

1381940_217007665126862_609187506_n

ჭკვიანი ბილბორდები მეძავთა დასაცავად

ათლეტების საკვები დანამატების ბრენდინგი