22
Oct
2014

კოქტეილი სახლში გამოძახებით – ახალი ინოვაციური პროექტი თბილისში

22 Oct 2014



Startauperi
Startauperi


მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ვიდეო რეკლამას, რომელიც კოქტეილის სახლში გამოძახების სერვისისათვის გადაიღეს.

ჩვენ იდეის ავტორს,  არტ-კაფე HOME-ის დამფუძნებელს და ბარ LABORATORIUM 13 -ის თანამფლობელ გიორგი კეკელიძეს ვესაუბრეთ:

M: კოქტეილები სახლში გამოძახებით. როგორ გაჩნდა ბიზნესის შექმნის იდეა? 

კოქტეილების სახლში მიტანის სერვისის იდეა მე მეკუთვნის. იდეა, სახლში ყოფნის დროს გაჩნდა. მაშინ ვერ ვახერხებდი წასვლას Art-Café HOME-ში, რომ დამელია კოქტეილი.

M:  როგორ ფიქრობთ რატომ გაამართლებს ეს ბიზნეს იდეა?

მიუხედავად იმისა, რომ იდეა ახალია და აქამდე არავის განუხორციელებია მაინც მჯერა, რომ წარმატებული იქნება. დარწუნებული ვარ, თბილისში არიან ჩემნაირი ადამიანები, რომლებსაც უყვართ გემრიელი კოქტეილების დალევა და ხშირად ვერ ახერხებენ ან არ უნდათ კაფეში/ბარში მისვლა. დამატებით, იმის გათვალისიწნებით, რომ ჩვენი კოქტეილების მენიუ არის ხელმისაწვდომი და ძალიან ხარისხიანი. ერთადერთი, რაც რჩება იმისთვის, რომ გაამართლოს არის სურვილი და მიზეზი (კლუბში წასვლა, დაბადების დღე, მეგობრების შეკრება ა.შ.) რომ ხალხმა ისარგებლონ კოქტეილების მიტანის სერვისით.

M:  რა არის საჭირო კოქტეილის სასურველ მისამართზე გამოძახებისათვის?

მსურველმა უნდა დარეკოს 577 940 117, შეარჩიოს სასურველი კოქტეილი და 3 ლარად, თბილისის ნებისმიერ მისამართზე მიიღებს. ჩვენთან შესაძებელია როგორც ბარათით ასევე ნაღდი ფულით გადახდა.

M:  რა გზებით აპირებთ სერვისის პოპულარიზაციას? 

ძირითადად FACEBOOK-ის და WOM- ის საშუალებით. დამატებით გვეგმავთ სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებზე მონაწილეობას კოქტეილების გაყიდვის კუთხით. 

 

განხილვა