20 დეკემბერს, „ღვინის ქარხანაში“ Art & Design Night Market გაიხსნება. ორგანიზატორთა თქმით, ეს ახალი ფორმატის წვეულება-ბაზრობაა, რადგან ხელოვნებასთან და დიზაინთან დაკავშირებული ნივთების გამოფენა-გაყიდვის ფორმატს მუსიკა და სასმელიც ემატება. აღსანიშნავია, რომ წვეულება-ბაზრობა 19:00-ზე დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. ჯერჯერობით, უცნობია, რომელი ხელოვანების ნამუშევრების შეძენა იქნება შესაძლებელი ბაზრობაზე, თუმცა, ცნობილია, რომ ღონისძიება გუგა ხელაიას მუსიკის აკომპანიმენტით ჩატარდება.













