ვიზუალური ბრენდინგი არის პროცესი, რომლითაც პროდუქტი იქმნება. ბრენდინგი ბრენდის სწორ ფუნქციონირებას განსაზღვრავს. რატომ არის მნიშვნელოვანი არტ-დირექტორის როლი? – ამის შესახებ აჭარაბეთის არტ-დირექტორი და გრაფიკული დიზაინის გუნდის ხელმძღვანელი, ანნა გუგუტიშვილი, გვიყვება. „დიზაინი ჩემთვის არა მხოლოდ პროფესია ან ინტერესის სფერო, არამედ ცხოვრების წესიც არის. ჩემი ყოველდღიურობის ძირითადი ნაწილი ვიზუალური ფიქრითა და იდეებით არის მოცული. არ არსებობს თავისუფალი დრო, რომელსაც ამ მიმართულებით ფიქრსა და გამოცდილების მიღებას არ ვუთმობ. არტ-დირექტორი დიზაინის შექმნის პროცესში გადამწყვეტ და საპასუხისმგებლო როლს თამაშობს. მას უნიკალური იდეების გენერირება და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტა შეუძლია“, – ამბობს ანნა გუგუტიშვილი.
ვინ არის არტ დირექტორი და რას მოიცავს ვიზუალური ბრენდინგის არტ დაირექშენი?
არტ-დირექტორი დიზაინის შექმნის პროცესში გადამწყვეტ და საპასუხისმგებლო როლს თამაშობს. მას აქვს კომუნიკაცია კრეატიულ და მარკეტინგის გუნდთან, ბრენდის სტანდარტებისა და გაიდლაინების მიხედვით კი დიზაინის გუნდს მიმართულებას აძლევს. ძალიან დიდი გამოწვევაა, სხვადასხვა კულტურისა და სამუშაო სტილის მქონე დიზაინერებს მთლიანი სურათის შენებური ხედვა აჩვენო, ამასთან არ დაკარგო მათი ვიზუალური სტილი და მოტივაცია. გრაფიკული დიზაინი მხოლოდ ლამაზი და ეფექტური ვიზუალების შექმნა არ არის. აუცილებელია, დიზაინი იყოს ფუნქციური და სათქმელს სწორად გადმოსცემდეს – სწორედ ამ ბალანსის დაცვაში აქვს არტ-დირექტორს საპასუხისმგებლო როლი. ვიზუალური ბრენდინგის არტ-დაირექშენის საავტორო კურსზე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ ზოგადად ბრენდინგის მნიშვნელობასა და არტ-დირექტორის როლზე ამ პროცესში.
როგორია თქვენი, როგორც არტ დირექტორის, ყოველდღიურობა?
დიზაინი ჩემთვის არა მხოლოდ პროფესია ან ინტერესის სფერო, არამედ ცხოვრების წესიც არის. ჩემი ყოველდღიურობის ძირითადი ნაწილი ვიზუალური ფიქრითა და იდეებით არის მოცული. არ არსებობს თავისუფალი დრო, რომელსაც ამ მიმართულებით ფიქრსა და გამოცდილების მიღებას არ ვუთმობ. ხშირად ვცდილობ ხოლმე, ახალი შეგრძნებების მომტანი გამოცდილებები დავაგროვო, რომლებიც გონებას აიძულებს, პირველადი მოცემულობების მიღმაც საინტერესო იდეები დაინახოს. მაგალითად, ხშირად საკუთარ თავს ამოცანას ვაძლევ, დავინახო ესთეტიკური მხარე იმ ფერებში, ფორმებსა და მოვლენებში, რომლებიც ესთეტიკურად არ მიიჩნევა.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ გავხდეთ არტ დირექტორი?
პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, რამდენად შეეფერება არტ-დირექტორის როლი ჩვენს გამოცდილებასა და ინტერესებს. ვიზუალური ბრენდინგის არტ-დაირექშენი ხშირად მხოლოდ მიმართულების მიცემით გამოიხატება ხოლმე. ამასობაში შესაძლოა, ცოტათი მივივიწყოთ ის საყვარელი საქმიანობა, რომელსაც საკუთარი ხელით დიზაინების შექმნა ჰქვია. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტად ვართ ჩართულები პროცესში ტექნიკური შესრულებითაც, შედეგი მით უფრო საინტერესო შეიძლება იყოს. სამუშაო პროცესში არტ-დირექტორი არის კომუნიკაბელური – ეს მას ეხმარება, სწორად, ეფექტურად მიიტანოს სათქმელი როგორც გუნდთან, ასევე ბიზნესთან. არტ დირექტორს აქვს ლიდერული თვისებები, შეუძლია უნიკალური იდეების გენერირება და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტა.
სად შეიძლება დასაქმდე, როგორც არტ დირექტორი?
თუ ვსაუბრობთ სარეკლამო ვიდეო-რგოლების გადაღებაზე, არტ-დირექტორი შეიძლება იყოს როგორც ფოტოგრაფი, ასევე რეჟისორი, რადგან მას კადრის ესთეტიკურად დანახვის უნარი აქვს. ვიზუალურ ბრენდინგში არტ-დაირექშენი მაინც გრაფიკული დიზაინის ცოდნასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული. არტ დირექტორები სჭირდებათ სააგენტოებსა და კომპანიებს, რომლებსაც შიდა კრეატიული გუნდი ჰყავთ. შეგიძლიათ იმუშაოთ ფრილანს ან ინდივიდუალურ პროექტებზეც – ეს დამოკიდებულია თქვენს სურვილსა და მონდომებაზე. რაც ყველაზე მთავარია, პირველ ეტაპზე კარგი პორტფოლიო უნდა გქონდეთ, რომელიც თქვენს მულტიდისციპლინარულ მიდგომებსა და ტექნიკებს ასახავს, მომავალ დამკვეთს კი დაანახებს, როგორ შეგიძლიათ კონკრეტული დიზაინ გადაწყვეტილება დაამუშაოთ.
რას ისწავლი ვიზუალური ბრენდინგის არტ დაირექშენის კურსზე?
კურსის განმავლობაში სტუდენტები პროდუქტს საკუთარი ხელით, ინდივიდუალური ხედვით შექმნიან. ბევრს ვისაუბრებთ არტ-დაირექშენის სფეროსა და იმ გზებზე, რომელთა გავლაც მათ არტ-დირექტორად ჩამოყალიბებისთვის მოუწევთ. გვექნება ბევრი პრაქტიკული სამუშაო, რომლებიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ეფექტურად ჩაერთონ დიზაინის შექმნის პროცესში. ისინი ისწავლიან ვიზუალურ კონცეფციაზე მუშაობას, პირველადი მოცემულობის იდეად და ბრენდად გარდაქმნას; გამოიმუშავებენ საკუთარი თავის არტ-დირექტორად და დიზაინერად წარმოჩენისთვის საჭირო უნარებსაც. რა თქმა უნდა, რთულია, ეს მრავალფეროვანი პროცესი ერთი კურსში ჩავატიოთ, თუმცა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა საშუალებას მოგვცემს, გავიმყაროთ ის პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა არტ დირექტორისთვის, განსაკუთრებით ვიზუალური ბრენდინგის მიმართულებით.
საჭიროა, თუ არა საბაზისო ცოდნა ამ პროფესიის შესასწავლად?
არტ-დირექტორობისთვის არა მხოლოდ საბაზისო ცოდნა, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში მიღებული გამოცდილებაა საჭირო. ყოველი ახალი პროექტი უფრო მეტ ცოდნას გაძლევს იმ სფეროს შესახებ, რომელშიც მოღვაწეობ. დიზაინის შექმნის პროცესში კვლევასა და ინფორმაციის მოძიებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რამდენად დიდია მოთხოვნა არტ დირექტორებზე საქართველოს ბაზარზე? არტ-დირექტორებზე მოთხოვნა საქართველოში ნელ-ნელა კიდევ უფრო იზრდება, რასაც სხვადასხვა სფეროში ამ როლის მნიშვნელობა განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, აქაც საჭიროა, კომპანიებს სწორად ჰქონდეთ განსაზღვრული, რეალურად არტ-დირექტორი სჭირდებათ, თუ დიზაინერი, თანამშრომლობა ეფექტური რომ იყოს.
ვიზუალური ბრენდინგის არტ დაირექშენის კურსის გავლის შემდეგ:
- შეძლებ კრეატიული ფიქრის საშუალებით თამამი და საჭირო დიზაინ გადაწყვეტილებების მიღებას სამუშაო პროცესში;
- გაიგებ, როგორ მუშავდება ბრენდის ლოგო და ვიზუალური იდენტობა გეცოდინება სხვადასხვა ხასიათის ბრიფსა და ტექნიკაზე მუშაობის პრინციპები;
- ისწავლი ბრენდის ვიზუალურ კონცეფციაზე მუშაობას;
- ერთი შეხედვით მარტივ მოცემულობებსა და იდეებს საინტერესოდ გაშლი;
- გამოიმუშავებ არტ-დირექტორისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს
გაეცანი ლექტორის პორტფოლიოს აქ
დარეგისტრირდი კურსზე აქ
[პარტნიორის კონტენტი]