30
Jan
2019

სეით და თორნიკე ივანიშვილების ოჯახური სტარტაპი – Art Direction

30 Jan 2019

Startauperi
Startauperi


კრეატიული სტუდია “Art Direction ოჯახური სტარტაპია, რომელიც 2018 წლის ბოლოს, ძმებმა: თორნიკე და სეით ივანიშვილებმა დააფუძნეს. თორნიკე პროფესიით რეჟისორია და 10 წელიწადზე მეტია, რაც ფოტოგრაფიით არის დაკავებული. სეითმა კი, დაახლოებით, ერთი წელია, იურისპრუდენციიდან კომუნიკაციის სფეროში გადმოინაცვლა და ვიდეოგადაღებისა და ვებდიზაინის შესწავლა დაიწყო. გუნდის მესამე წევრი თიკო ჭუმბურიძეა, რომელიც Art Direction-ის PR-მარკეტინგის მიმართულებას ხელმძღვანელობს და ზრუნავს, რომ სტუდია საზოგადოებას გააცნოს.

Art Direction-ის სერვისის მომხმარებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ხარისხიანი და გემოვნებიანი ფოტო, ვიდეო ან ვებგვერდი სჭირდება. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის ფოტოგადაღებას, დაწყებული სადღესასწაულო ღონისძიებებით, გაგრძელებული ბიზნესპორტრეტით, ინტერიერის, პროდუქციისა და სამუშაო პროცესის ფოტოგადაღებით. ასევე, ჩვენთან შესაძლებელია პერსონალური ფოტოსესიის მოწყობა. ფოტოსთან ერთად მომხმარებელს ვთავაზობთ ვიდეოგადაღებას, იქნება ეს სადღესასწაულო ღონისძიების გადაღება, თუ საიმიჯო ან სარეკლამო ვიდეორგოლის დამზადება და ნებისმიერი ტიპის ვებგვერდის შექმნას, – თიკო ჭუმბურიძე

M: რაში გამოიხატება Art Direction-ის უპირატესობა? რას აკეთებს ბრენდი განსხვავებულად?
დღესდღეობით, ბაზარზე არაერთი კომპანიაა, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, თუმცა ჩვენ იმით გამოვირჩევით, რომ ვცდილობთ, ვორიენტირდეთ მომხმარებელზე, მოვუსმინოთ მათ მოთხოვნებს და პროდუქტზე მუშაობისას მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი სურვილები და გემოვნება. რაც მთავარია, ჩვენ ძალიან გვიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, რაც პირდაპირ კავშირშია შესრულებული სამუშაოს ხარისხთან.

M: „ამჟამად, ჩვენი მთავარი გამოწვევა არის…“
ბაზარზე ფეხის მოკიდება და მომხმარებლისთვის საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გაცნობა. მას შემდეგ, რაც ამ მიზანს მივაღწევთ, სხვადასხვა ონლაინ მარკეტინგული სერვისების დამატებასა და გაფართოებას ვგეგმავთ.

განხილვა