20
ოქტ
2018

16 ქართველი არტისტი ერთ სივრცეში – თანამედროვე ხელოვნების გამოფენა

20 ოქტ 2018

მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების სინთეზის – ერთ სივრცეში მოქცეული 16 არტისტის ნამუშევრების დათვალიერება/მოსმენა დღეს (20 ოქტომბერი), 17 საათიდან იქნება შესაძლებელი. ღონისძიებას აბრეშუმის მუზეუმი მასპინძლობს, მისი ორგანიზატორი კი თანამედროვე ხელოვნების პლატფორმა „ფლამინგოა“.

bog qulebi
Bog Xelfasi mob

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, „გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე არტისტების კოლაბორაცია, რომლის მიზანიცაა ერთმანეთისაგან განსხვავებული ნამუშევრების სინთეზის მიღწევა, ერთ სივრცეში. რაც შეეხება, უშუალოდ, არტისტებსა და მათ კონცეფციას, ისინი სტუმრებს თავად მოუყვებიან საკუთარი ნამუშევრების შესახებ“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 16 ქართველი არტისტი. ესენი არიან: საბა შენგელია, მარიამ ყანდიაშვილი, ლევან სამნაშვილი, ზურა ბალანჩივაძე, მაკო ლომაძე, ანნა წოწონავა, ენრი ლამაზოშვილი, თამუნა ქარუმიძე, ნიკა ქუთელია – Piro$money, ვასკა შურაძე – V45, ლიკა ჩხიკვიშვილი და თათია ფორჩხიძე, ჯაბა ინალიშვილი და ბექა ბაღათურია. ასევე, მუსიკოსები: Saphileaum (Dj Set), Antiproject aka W.R.O.M. (live) და Anushka Chkheidze (live).

თანამედროვე ხელოვნების გამოფენა დღეს (20 ოქტომბერი), 22 საათამდე გაგრძელდება.

განხილვა