in

ხელოვნებისა და მათემატიკის სინთეზით შექმნილი 3D ნამუშევრები

კეტი ენ გილმორი ლოსანჟელესში მცხოვრები არტისტია, რომელიც მათემატიკასა და არტს სივრცეების გასაფორმებლად იყენებს. ჩვეულებრივი სიბრტყისგან ის სამგანზომილებაში აღქმად ილუზიას ქმნის. ერთი შეხედვით, მისი ნამუშევრები ციფრულ რენდერს ჰგავს, თუმცა დასახატად, გილმორი კალმებსა და მარკერებს იყენებს. არ აქვს მნიშვნელობა, პატარა ქაღალდზეა ნახატი თუ დიდ კედელზე, ნამუშევარს სრულიად ახალ განზომილებაში გადაჰყავს მნახველი. აღსანიშნავია, რომ გილმორს აქვს ბაკალავრის ხარისხი მათემატიკასა და ხელოვნებაში, რაც მისი შემოქმედების საფუძველი გახდა.

ხერხები, რომელიც სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ

“ჩვენთვის ზრუნვა მნიშვნელოვანია” – “ტოიოტა ცენტრი თეგეტას” ვიდეორგოლი