ონკოლოგები მხოლოდ ექიმები არ არიან, რომლებმაც დაავადებულ ადამიანებს უნდა უმკურნალონ. მათაც აქვთ გრძნობები, განცდები, სიცოცხლის ვერგადარჩენისგან გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებები, რის გამოც, თვითშეფასება უქვეითდებათ. ჯანდაცვაზე ორიენტირებულმა ორგანიზაცია MSD-მ გადაწყვიტა, ეს პრობლემა ოდნავ მაინც მოეგვარებინა შემდეგი გზით: ექიმების მიერ გადაღებული რენტგენის სურათები სამუზეუმო სივრცეში გამოფინა და ექსპონატებად აქცია. სარეკლამო სააგენტო Hooligans-ის მიერ გადაღებული ვიდეორგოლი მათ სულ სხვაგვარად დაგვანახებს..











