in

ისწავლეთ კონსტრუქციული უკუკავშირის ხელოვნება

უკუკავშირის ეფექტიანობას უამრავი კვლევა შეისწავლის. არაერთი მიდგომა გამოვლენილა, რომელიც მენეჯერსა და თანამშრომლებს შორის ურთიერთქმედებას შეისწავლის. უკუკავშირზეა დამოკიდებული კომპანიის კულტურა, თანამშრომლების განვითარება, მათი პროდუქტიულობის გაზრდა. ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი ამ პროცესში არის პერფორმანსის ინდიკატორების დაწესება. თუკი თანამშრომელი კურსიდან უხვევს, მნიშვნელოვანია მისი ყურადღების სწორად მომართვა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

უკუკავშირის მიზანი არ არის განკითხვა ან დასჯა, პირიქით, ესაა კორექტირების საუკეთესო მექანიზმი, რადგან თუკი პრობლემაზე, კონფლიქტზე ან სხვა გამოწვევაზე საუბარი არ მიმდინარეობს, ვერაფერი გამოსწორდება. საუბარი შესაძლოა არაკომფორტული იყოს, ამიტომ მეტი დრო სჯობს დაუთმოთ მენტორინგსა და მხარდამჭერ მიდგომას.

განსაზღვრეთ მიზნები მკაფიოდ

ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რათა თანამშრომელი სწორ გზაზე დააყენოთ, ესაა განსაზღვროთ მიზნები მკაფიოდ და გააცნოთ თქვენი მოლოდინები. თუკი არის რაიმე გარემოება, რაც საჭიროებს გადაჭრას, დაიწყეთ თუნდაც მცირედით. დაისახეთ მიზანი და იმუშავეთ მათ მისაღწევათ ნაბიჯ-ნაბიჯ.

მიეცით მაგალითი

ხშირად, თანამშრომლები მაგალითს მენეჯერებისგან იღებენ. თქვენი კოლექტივი ავტომატურად სწავლობს თქვენი ქცევებიდან და იმეორებს მათ. თუკი სამსახურში აგვიანებთ, გუნდი იფიქრებს, რომ ეს ნორმალურია და მისაღები.

არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე მენეჯერი, რომელიც თავის აზრებს თუ უარყოფით შეფასებებს პირდაპირ არ გადმოსცემს. ეს თანამშრომელს უხერხულობის განცდას უქმნის და ამავდროულად, აბსოლუტურად არაფერს ცვლის რეალობაში. თუკი რაიმეს გამოსწორება გინდათ, აჩვენეთ მაგალითები, განიხილეთ გულწრფელად, თუ რამ მიგიყვანათ პრობლემებამდე. აუცილებლად შეინარჩუნეთ ურთიერთობა და კონცენტრირდით პრობლემის მოგვარებაზე და არა შეცდომაზე. პრობლემა მოქმედებამ გამოიწვია და არ გადაიტანოთ ნეგატივი ადამიანზე.

მოუსმინეთ

ნდობა მოსმენის გარეშე არ არსებობს. შესაძლოა, შეცდომა დაუშვა ადამიანმა, თუმცა, ამ ყველაფრის საპასუხოდ თუკი ტაბუირებულ საკითხად გადააქცევთ საქმეს, არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. აცადეთ თანამშრომელს ახსნას, გამოთქვას თავისი აზრი/წუხილი/მოსაზრება. ამის გარეშე კომპრომისი არ არსებობს. თუკი მოუსმენთ, გაუგებთ და გააანალიზებთ პრობლემის მიზეზებს, მის გამოსწორებასა და მომავალში, პრევენციასაც შეძლებთ.

საბოლოო ჯამში, უკუკავშირი განკუთვნილია შედეგების მისაღწევად. თავდაპირველად, ეს პროცესი რთულია, თუმცა, ამავდროულად, ზრდის ერთადერთი გზაა. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი პროფესიონალიზმი დგას იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ უკუკავშირის მოთხოვნა, მიღება და მისი გაანალიზება.

 

წყარო: inc.



გიგანტურ კუს განუვითარებელი კიდურების გამო სპეციალური ეტლი მოარგეს!

ექსპერიმენტული ტვინის იმპლანტი მყისიერად აფიქსირებს და ამსუბუქებს ტკივილს!