პროექტის მხარდამჭერია Marketer.ge, ორგანიზატორები ეძებენ მხატვრებს, რომლებიც შეძლებენ, რომ ბავშვებს ერთდღიანი მასტერკლასი ჩაუტარონ.
გაერთიანება mitOst -ისა და პროგრამა JCE (Joint civic education) ფარგლებში ხორციელდება პროექტი სახელწოდებით „ხელოვნების ანარეკლი“.
პროექტი ხორციელდება ახალციხეში, წეროვანსა და თეთრიწყაროში. მისი მიზანია ხელოვანი ადამიანების აღმოჩენა დევნილთა დასახლებასა და ეთნიკურად მრავალფეროვან რაიონებში (სკოლის მოსწავლეებში), მათი შემოქმედების დახმარებით ტოლერანტობისა და ინტეგრაციის მიმართ ცნობიერების გაზრდა საზოგადოებაში.
პროექტის განხოერციელების პერიოდში ახალციხეში, თეთრიწყაროსა და წეროვანში ჩატარდება ერთ დღიანი ვორქშოფები, სადაც ისინი შექმნიან თავიანთ ნამუშევრებს თემაზე მრავალფეროვნება, რომლის წარდგენა მოხდება ადგილზე და საბოლოოდ სამივე რაიონის შემაჯამებელი გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება თბილისში. ღონისძიებიდან შემოსული თანხა დაიხარჯება მათი ცოდნის გაღრმავებაში მასტერკლასების მეშვეობით, რომელსაც ისინი გაივლიან პროფესიონალ მხატვრებთან.
ორგანიზატორებს დაუკავშირდით აქ