მიმდინარე წლის სექტემბერში თბილისის სტუმარმასპინძლობის ბაზარს ახალი, გამორჩეული სასტუმრო – ART Riverfront Tbilisi შეემატება. მტკვრის სანაპიროზე, დოდო აბაშიძის ქუჩა 17/4-ში მდებარე სასტუმრო სტუმრებს ხელოვნებაზე დაფუძნებულ კონცეფციასა და თანამედროვე კომფორტის სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.
ART Riverfront Tbilisi მხოლოდ სასტუმრო არ იქნება. ის გახდება სივრცე, სადაც ხელოვნება, არქიტექტურა, კულტურა და სტუმარმასპინძლობა ერთიანდება. პროექტის მთავარი მიზანია შეიქმნას ადგილი, რომელიც როგორც საერთაშორისო მოგზაურებს, ისე ადგილობრივ საზოგადოებას შთააგონებს.

შენობის არქიტექტურული დიზაინი „ხმალაძე არქიტექტორებს“ ეკუთვნის, რომლის ხედვამ თანამედროვე არქიტექტურა ორგანულად შეუთავსა ქალაქის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტს.
სასტუმრო 152 ნომერს, 4 მრავალფუნქციურ საკონფერენციო სივრცეს, რესტორანს ტერასით, რუფტოპ ბარს, ღვინის ოთახს, ფიტნეს ცენტრს, გამწვანებულ ბაღსა და სტუმრებისთვის განკუთვნილ მიწისქვეშა ავტოსადგომს აერთიანებს.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქის ახალი მიზიდულობის წერტილი – Eight Rooftop Bar იქნება, რომლის გასტრონომიულ ფილოსოფიაზე, კულინარიულ მიმართულებასა და მენიუს კონცეფციაზე ცნობილმა ქართულმა მასპიძლობის საკონსულტაციო სააგენტო Salt Projects-მა იმუშავა. სივრცე სტუმრებს თბილისის პანორამულ ხედებთან ერთად გამორჩეულ გასტრონომიულ და სოციალურ გამოცდილებას შესთავაზებს.

სასტუმროს გასტრონომიული კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება მთავარი რესტორანი NAR, რომელიც ქართული და კავკასიური სამზარეულოს გამორჩეულ გემოებსა და კულინარიულ ტრადიციებს წარმოაჩენს. სტუმრებს ადგილზე დახვეწილი გასტრონომიული გამოცდილება დახვდებათ, რომელიც რეგიონის მდიდარ კულინარიულ მემკვიდრეობას თანამედროვე სტუმარმასპინძლობის სტანდარტებთან გააერთიანებს. ელეგანტური შიდა სივრცეებითა და გარე ტერასით, რესტორანი სასიამოვნო და სტუმართმოყვარე გარემოს შექმნის, სადაც ვიზიტორები დღისა და საღამოს საათებშიც შეძლებენ გამორჩეული გამოცდილების გაზიარებას.
ART Riverfront Tbilisi-ის ხელოვნების კონცეფცია გამრეკელის გალერეასთან თანამშრომლობით შეიქმნა. სასტუმროს თითოეულ ნომერში წარმოდგენილი იქნება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ნამუშევრები, რაც სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, ქართული თანამედროვე ხელოვნება ყოველდღიური გამოცდილების ნაწილად აქციონ.
სასტუმროში ასევე განთავსდება ცნობილი ქართველი სკულპტორის, ერეკლე წულაძის სკულპტურული ნამუშევრები, ხოლო საერთო სივრცეები სპეციალურად სასტუმროსთვის შექმნილი ფერწერული კომპოზიციებითა და არტ-ინსტალაციებით გაფორმდება.
სასტუმრო თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და მრავალფეროვან უბანში მდებარეობს, ტერიტორიაზე, რომელიც კულტურული ცხოვრებით, შემოქმედებითი ენერგიითა და ხელოვნებისადმი განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ART Riverfront Tbilisi მიზნად ისახავს გახდეს ხელოვნების ახალი ჰაბი თბილისში, სადაც თავს მოიყრიან თანამედროვე ქართველი არტისტები, ხელოვნების მოყვარულები, ადგილობრივი საზოგადოება და საერთაშორისო სტუმრები.
ART Riverfront Tbilisi Absheron Hotel Group-ს ეკუთვნის, რეგიონის ერთ-ერთ უმსხვილეს სტუმარმასპინძლობის ჯგუფს, რომელიც წარმატებით მართავს სასტუმროებს აზერბაიჯანში, თურქეთსა და მონტენეგროში. საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია კომპანიის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის მზარდ მნიშვნელობას რეგიონულ ტურისტულ რუკაზე.
ART Riverfront Tbilisi-ის გახსნა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც დედაქალაქის ტურისტული და ბიზნეს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციაში საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.
[R]













