in

ახალი ვებ-გვერდი ვიდეო თამაშების მიერ ინფორმაციის მიწოდების ხელოვნებას გვთავაზობს

veon
veon

ადამიანთა უმრავლესობისთვის, რომლებიც ვიდეო თამაშებს თამაშობენ, ეკრანზე წარმოდგენილი ისეთი ტიპის ინფორმაცია, როგორიც არის, მაგალითად, საბრძოლო იარაღების მონაცემთა აღრიცხვა, მხოლოდ დეკორაციის ნაწილს წარმოადგენს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მენიუს დიზაინსა და ინტსრუმენტულ მინიშნებებზე.

მთავარი სწორედ ეს არის – მომხმარებლის ინტერფეისი (UI) – ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედება ზოგჯერ შეუმჩნეველი უნდა იყოს. გარკვეული ინფორმაცია და დამატებითი ღილაკები მხოლოდ მაშინ უნდა გამოჩნდეს ეკრანზე, როცა ამის საჭიროება დგას.

ედ კოუტსის აზრით, ბევრ სტუდიას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი შესაძლებლობები და ამის გასაანალიზებლად, შთაგონების აღმოსაჩენად საჭირო და აუცილებელი საიტი შექმნა. ამ ეტაპზე საიტი კონტექსტურად შედარებით მოკლეა და მხოლოდ სქრინშოთების კოლექციებია თავმოყრილი სხვადასხვა თეგების ქვეშ.

”ჩემი სამუშაოს ყველაზე იმედის გამაცრუებელი ნაწილი საძიებო მასალზე ნადირობაა, როდესაც რაღაც ახალს ვქმნი. ადვილია ისეთი თამაშების სქრინშოთების პოვნა, რომლის შესახებ უკვე ფლობ ინფორმაციას, მაგრამ თუ არ გაქვთ ღრმა ცოდნა თითოეული არსებული თამაშის შესახებ, შთაგონების ახალი წყაროების აღმოჩენა შეიძლება გამოწვევა იყოს.”  – ამბობს ედ კოუტსი, Game UI Database – ის შემქმნელი.

კოუტსი წლების განმავლობაში ცდილობდა, შეექმნა მონაცემთა საძიებო სისტემა, რომელიც კრეატორებს დაეხმარებოდა ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორიც არის მაგალითად შესაბამისი ფილტრების მეშვეობით მრავალი სხვადასხვაგვარი მასალის იმიტაციის შექმნა – ხე, ლითონი, ქაღალდი და ა.შ.

ედის თქმით, საკუთარი ინტერფეისების შექმნისას დიზაინერებისათვის სასარგებლოა განმეორებადი და წინასწარ დადგენილი ნიმუშების იდენტიფიცირება, რათა უკვე არსებული მასალები გამოიყენონ და დრო და ენერგია მის განვითარებას, ახალი ფორმის შექმნას დაუთმონ.

ახალი რაუნდის დროა! ზუმერული გზა უხილავი მტრის დასამარცხებლად

ახალი ქართული თამაში – „90-იანები – შევარდნაძის თავგადასავალი“