in

9, 10 და 11 ივნისს – Art Weekend 2017 – კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში

9, 10 და 11 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი – თავისუფალი უნივერსიტეტის, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერების სკოლის პროექტ Art Weekend 2017-ის ფარგლებში – უმასპინძლებს ყველას, ვისაც კინო, მუსიკა, ხელოვნება, ლიტერატურა, პოეზია ან ფილოსოფია აინტერესებს და, ამასთანავე, ზაფხულის რომელიმე შაბათ-კვირის განსხვავებულად გატარება სურს.
ფესტივალზე, სპიკერების რანგში, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პიროვნებები არიან მოწვეულნი. პროექტს, ცოცხალი მუსიკით, ჯგუფი „არა“ დახურავს.

პარასკევი, 9 ივნისი
◀▶ 19:00 – Levan Gigineishvili – „ნუ მოკლავ ჯაფარას“;
◀▶ 20:30 – ფილმის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ჩვენება.

შაბათი, 10 ივნისი
◀▶ 16:00 – Paata Shamugia – ეროტიკა და პოეტიკა;
◀▶ 18:00 – Davit Gerasime Gabunia – უნდა იყოს თუ არა თანამედროვე ლიტერატურა აქტუალური?!
◀▶ 20:00 – ,,კაცების შოუ” წელიწად-ნახევრის შემდეგ (Irakli Vakhtangishvili, Irakli Kakabadze, David Labadze, Giørgi Janelidze )

კვირა, 11 ივნისი.
◀▶ 16:30 – Misha Mshvildadze – ,,ტელევიზიისა და TV-შოუების ძალა”
(”Game of Thrones” , ” FRIENDS (TV Show) ”, Sopranos)
◀▶ 18:30 – შეხვედრა კახა თოლორდავასა და გია ხადურთან (”უცნობი მუსიკა” ). შეხვედრის თემატიკა – რატომ გვძულს Pink Floyd, ელექტრონული მუსიკა, ანდეგრაუნდი, კინომუსიკა, ფსიქოდელია, პროგრესივი, თავისუფლების მუსიკა, იმპროვიზაცია და სხვა.
◀▶ 19:30 – ჯგუფი „არა“.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, ისევე როგორც გარემო და ადამიანები, რომლებიც კამპუსში დაგხვდებათ.

პროექტის შესახებ: Art Weekend თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტების პროექტია და პირველად, 2014 წელს ჩატარდა. ფესტივალის მთავარი მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, მოუსმინონ მათთვის საინტერესო ლექციებს, განიხილონ ის თემები, რომლებსაც უნივერსიტეტში ნაკლებად ეხებიან. პროექტი, ასევე, გულისხმობს არა ლექტორების, არამედ, ზოგადად, საინტერესო პირების მოწვევას: წამყვანები, მსახიობები, უბრალოდ, კრეატიული ადამიანები, მწერლები, პოეტები და ა.შ. ფესტივალი არის მთლიანად მოხალისეობრივი.

ზაფხულის გატარების საუკეთესო საშუალება – Bacardi-ს, GIF-ებით შექმნილი, ენერგიული რგოლი

#DeltaDatingWall-ის კამპანია მარტოხელა ნიუ-იორკელებისთვის