არტარეას პროექტი “თბილისური ეზოები” 2018 წლის ზაფხულში საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებს, “არტარეა ფესტივალის” სახელით. პროექტი Check In Georgia-ს ფარგლებში გაიმართება და მოიცავს 6 ღონისძიებას, 6 სხვადასხვა რეგიონში, სწორედ იმ ქალაქებსა თუ კორორტებზე, სადაც კულტურული ცხოვრება მეტ მხარდაჭერას საჭიროებს. “არტარეა ფესტივალის” ფარგლებში ქართული კინოკლასიკის ერთ-ერთი პირველი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. წლევანდელი ფესტივალის კონცეფცია ეფუძნება განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას, ძველი და ტრადიციული ხელოვნების გადააზრებას თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს შეეხონ ძველ და ახალ ქართულ ხელოვნებას. ღონისძიებების სერია 23 ივნისს, რუსთავში დაიწყება. ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიებები ქუთაისში, შოვში, ბორჯომში, მესტიასა და თელავშიც ჩატარდება.
პირველ ივენთს რუსთავის პარკი უმასპინძლებს. სადაც მაყურებელი ქართული კინოკლასიკის, კოტე მიქაბერიძის ფილმის “ჩემი ბებია”(1929) მუსიკალურ პრემიერას დაესწრება. ფილმის ჩვენება, ღია ცის ქვეშ, ელექტრონული მუსიკის თანხლებით გაიმართება.
– 23 ივნისი – რუსთავის პარკი
ქართული კინოკლასიკა და თანამედროვე მუსიკა
კოტე მიქაბერიძის ფილმის “ჩემი ბებია” (1929 წ.) მუსიკალური პრემიერა.
კომპოზიტორი / შემსრულებელი:
ნატალია ბერიძე – ნიკოლოზ მაჩაიძე
– 30 ივნისი – ქუთაისის ბოტანიკური ბაღი
დღესაც თანამედროვე – ინოლა
მონაწილეობენ: ინოლა გურგულიას შვილები – ია და დავით შუღლიაშვილები; თამარ თოლორდავა, თემურ მაისაშვილი და რეზო კიკნაძის კვინტეტი.
– 14 ივლისი – შოვი
მუსიკა და პოეზია რაჭაში
გოგი ძოძუაშვილის და რატი ამაღლობელის ერთობლივი პროექტი “წრე”
– 28 ივლისი – ბორჯომის პარკი
Kordz & Zagareli-Strings
ალექსანდრე კორძაიას და გიორგი ცაგარელის კამერული სიმებიანი ორკესტრის ერთობლივი კონცერტი
– 11 აგვისტო – მესტია, სვანეთის მუზეუმი
ქართული კინოკლასიკა და თანამედროვე მუსიკა
მიხეილ კალატოზოვის ფილმის “ჯიმ შვანთე” (1930) მუსიკალური პრემიერა.
კომპოზიტორი / შემსრულებელი – გოგი ძოძუაშვილი
– 22 სექტემბერი – თელავი, ნადიკვარის პარკი
ექსპერიმენტული მუსიკის და ფოლკის ინტერაქცია
პროექტი “სხვა კუთხით”
მონაწილეობენ: ბენ უილერი, ვაჟა მარი, TeTe Noise და კახეთის ადგილობრივი მუსიკოსები.
ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
პროექტი ხორციელდება Check In Georgia-ს ფარგლებში.
ფესტივალის სპონსორი – შოტლანდიური ვისკი Grant’s-ი და ბორჯომი
ფესტივალის მხარდამჭერი – თიბისი
ფესტივალის მედია პარტნიორები – Marketer.ge, ინდიგო, At.ge, რადიო ქალაქი, რადიო კუბრიკი.