27
Apr
2017

5 მაისს, Arteffect ცნობილი ხელოვანების გაცოცხლებულ ნამუშევრებს წარმოგვიდგენს

27 Apr 2017

Arteffect არის ივენთების სერია, რომელიც წელს, 5 მაისს, კლუბ SHTAB-ში პირველად  ჩატარდება. ივენთის მიზანია, შექმნას ყოველკვირეული რუტინისგან განსხვავებული სივრცე. Arteffect-ის იდეა ითვალისწინებს ხელოვნების ცნობილი ნამუშევრებისა და მუსიკის სინთეზს. ამ ეტაპისთვის შევარჩიეთ მსოფლიოში აღიარებული ხელოვანის, ჰიერონიმუს ბოსხის “The Garden Of Earthly Delights,” რომელიც მუსიკასთან ერთად მსმენელისთვის გაცოცხლდება ვიზუალური პროექციების საშუალებით.

CRAZY BITCH DEBORAH – გიორგი ჯინჭარაძე, პროექტ Wylti-ს 1/2-ია. ეს პროექტი Wylti-სგან განსხვავებული ინდუსტრიული ტექნოა, რომელიც მოიცავს მელოდიურ ემბიენთ ჯღერადობას. პროექტი Crazy bitch Deborah მისი ახალი ნაბიჯებია ამ სფეროში.

Genius Of Mind – დავით ჯაფარიძის პროექტია, რომელიც 90′ წლების ტექნოს, ინდუსტრიული მუსიკისა და EBM-ის გავლენით შეიქმნა. 2017 წელს Genius Of Mind ის სადებიუტო EP ისეთ ლეიბლზე გამოვიდა, როგორიცაა ARTS.

Saphileaum – იგივე ანდრო გოგიბედაშვილის მუსიკალური პროექტია, რომელიც შეიქმნა 2015 წლის ბოლოს. Saphileaum ხალხმა New comers-ის შემდეგ გაიცნო. მის ინსპირაციას წარმოადგენს ლოკალური სცენა და ეზოთერიკული არტეფაქტები და მოვლენები, თუმცა მთავარ ინსპირაციად მაინც რჩებიან ისეთი არტისტები, როგორებიცაა Luigi Tozzi, Acronym, Abdulla Rashim და Korridor.

BRELOKA – კაფე გალერის რეზიდენტი, რომლის სეტები Old School ჟღერადობით გამოირჩევა.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ, იხილეთ ბმულზე.

განხილვა