in

Artemis 1-ს ხვალ, 3 სექტემბერს გაუშვებენ!

ორშაბათის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ NASA მზადაა, „არტემის 1-ის“ გაშვების მორიგი ღონისძიება დაგეგმოს. ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ წარიმართა, მისია 3 სექტემბერს, თბილისის დროით 22:17 საათზე დაიწყება და მთელი პროცესი 2 საათს გაგრძელდება. საუკეთესო სიუჟეტის შემთხვევაში NASA-ს კოსმოსური ხომალდი ორიონისა და მსოფლიოს ყველაზე მძლავრი რაკეტის, Space Launch System-ის (SLS), პირველი გაფრენა წარმატებით განხორციელდება.

M2
M2

რაც შეეხება ორშაბათის გაშვების ჩაშლას, მიზეზი რაკეტის ერთ-ერთი ძრავის გაუმართაობა იყო — ძრავა N3 საჭირო ტემპერატურამდე (-250 °C) ვერ გაცივდა და ათვლა გაშვებამდე 40 წუთით ადრე შეაჩერეს. ადრე რაკეტას საწვავის შევსების პრობლემაც ჰქონდა, თუმცა ინჟინრებმა მალევე იპოვეს გამოსავალი. ხოლო ამ შემთხვევაში საჩქარო აღარაფერი იყო, რადგან იმავე დღეს შტორმსაც ელოდნენ და ყველაფრის გადადება ამჯობინეს.

მისიის ფარგლებში SLS უეკიპაჟო ორიონის კაფსულას მთვარეზე გაუშვებს, რომელიც თავისი 42-დღიანი ფრენის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდება. ამ ახალმა ტექნოლოგიამ უნდა აჩვენოს, რომ ის საიმედოა და ადამიანის მთვარეზე წასვლა მნიშვნელოვნად უახლოვდება რეალობას.

ნახეთ: ემინემისა და სნუპ დოგის რეპის NFT ვერსია

Tesco Mobile-ის რეკლამა სურსათის გაზრდილი ფასების წინააღმდეგ