in

Artemis 1-ის ფარგლებში ღრმა კოსმოსში მიკროორგანიზმებს გაგზავნიან

მიმდინარე თვის ბოლოს NASA მთვარეზე უეკიპაჟო საცდელ მისია Artemis 1-ს განახორციელებს, — ანუ მისიას, რომელიც პროგრამა არტემისის მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან დაიწყება, როდესაც რაკეტა Space Launch System თავის პირველ ფრენას შეასრულებს.

M2
M2

საგულისხმოა, რომ აპარატში საფუარი სოკოებიც იქნება მოთავსებული. ეს ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმები ღრმა კოსმოსში ხანგრძლივ ბიოლოგიურ ექსპერიმენტში მიიღებს მონაწილეობას, სახელწოდებით BioSentinel. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიკროორგანიზმები იმ არეალებში გავრცელდება, სადაც ასტრონავტები პლანეტათაშორის მოგზაურობას გეგმავენ. მთლიანობაში, მისია იმის გაგებაში დაგვეხმარება, თუ რა გავლენა აქვს კოსმოსის რადიაციას ცოცხალ ორგანიზმებზე.

Space Launch Systems მინიატიურულ სატელიტს კოსმოსში გამოათავისუფლებს და იგი დედამიწა-მთვარის სისტემის მიღმა გადაინაცვლებს. ეს ის რეგიონია, სადაც მიკროორგანიზმები და ასტრონავტები არასდროს ყოფილან.

როგორ ააქტიურებენ ბრენდები მილენიალებსა და ზეტ თაობას Tik-Tok-ზე?

ეს გასაბერი სახლი გაჩვენებთ, როგორი შეიძლება იყოს მარსზე ცხოვრება