in

NASA-მ Artemis 2-ის მთვარის მისია გადადო

ბოლოს განვითარებული ამბების ფონზე, ეს ბუნებრივიცაა — Peregrine-ის ტექნიკური  შეფერხებების გამო ამერიკამ ასტრონავტების მთვარის ზედაპირზე გაშვების მისია 2025-2026 წლებამდე გადადო.

Artemis-ის მისიების შესახებ, რომელიც მას ბერძნული მითოლოგიის მიხედვით აპოლოს დის პატივსაცემად დაერქვა, ოფიციალურად 2017 წელს განაცხადეს. Artemis 1-ის მისია, რაც მოიცავდა უეკიპაჟო სატესტო ფრენას მთვარეზე, რამდენიმე გადადების შემდგომ, 2022 წელს შესრულდა. Artemis 2 კი ის არის, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ. როგორც Nasa-ს ადმინისტრატორი ბილ ნელსონი აცხადებს, იგი მინიმუმ 2025 წლის სექტემბრამდე გადაიდო. ცვლილებები იქნება Artemis 3-ის მისიაშიც, რომელსაც მთვარეზე პირველი ქალი და ფერადკანიანი ადამიანი უნდა გადაეყვანა, ეს უკვე 2026 წლის სექტემბერში უნდა მოხდეს.

უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია და Artemis-ის გუნდის წევრებისთვის მეტი დროის მიცემა, რათა გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს, — აცხადებს ნელსონი. 

NASA Gateway-ის კოსმოსური სადგურის აშენებასაც აპირებს, სადაც მთვარის კოსმოსური ხომალდები განთავსდება… 2023 წლის მარტში კი 40 მილიარდი დოლარის გადახდაზე დათანხმდა ასობით კონტრაქტორისთვის, რომლებიც Artemis-ის მისიებს დაუჭერენ მხარს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მე-20 საუკუნის აპოლოსა და დღევანდელ Artemis-ის მისიებს ერთმანეთისგან კომერციული პარტნიორობების მზარდი როლი განასხვავებს. ეს კი ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს და კოსმოსსაც მეტად ხელმისაწვდომს ხდის… 

როგორია პიტერ ლინჩის საინვესტიციო მიდგომა?

როგორ იქცა Converse მოდური სპორტული ფეხსაცმლის სიმბოლოდ