in

„ჰიუსტონ, აქედან მეილი არ იგზავნება” – ამბები მთვარის მისიიდან

მთვარის მისია. პირველი, ბოლო 50 წლის განმავლობაში. Artemis II-ის ეკიპაჟს უკვე გადალახული ჰქონდა რთული გამოწვევების მთელი რიგი: ჰიდროგენისა და ჰელიუმის გაჟონვა, გაუმართავი თერმული დამცავი ფარი და უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები…ახლა კი, როცა ეკიპაჟი უკვე კოსმოსშია, ოთხი მამაცი ასტრონავტი კიდევ უფრო უჩვეულო დაბრკოლებას შეხვდა: Microsoft Outlook.

კოსმოსში დაგეგმილი, ათიდან პირველივე დღეს, მეთაურ რიდ ვაისმენს გაუჭირდა Outlook-ის გამოყენება, რის გამოც მან მისიის მართვის ცენტრს ტექნიკური დახმარებისთვის მიმართა  ეს ინფორმაცია პირდაპირი ტრანსლაციიდან გახდა ცნობილი.

თავდაპირველად პრობლემა Optimus-ის პროგრამას უკავშირდებოდა, თუმცა მოგვიანებით მან უფრო ჩვეულებრივი საკითხიც დააფიქსირა: მის პერსონალურ კომპიუტერზე Outlook-ის ორი ინსტანცია იყო გაშვებული და არცერთი არ მუშაობდა.

ცოტა ხანში მისიის მართვის ცენტრმა კარგი ამბავი მიაწოდა – ხარვეზი გამოსწორდა და რიდს შეეძლო ოფლაინრეჟიმში პროგრამის გამოყენება.

მაგრამ ისმის კითხვა – რას წერენ საერთოდ ასტრონავტები ელფოსტაში? კოსმოსში ყოფნა საკმარისი მიზეზი არ არის, რომ „out of office“ შეტყობინება დააყენონ? რა თქმა უნდა, არა. ისინი ისეთივე სამსახურში არიან, როგორც ჩვენ ოფისებში, ამიტომ სამუშაო მეილებს ჩვეულებრივ აგზავნიან.

ეს არ ყოფილა ერთადერთი პრობლემა, რომელსაც ეკიპაჟი გადააწყდა. აფრენიდან მალევე, ტუალეტიც გაუმართავი აღმოჩნდა და დედამიწაზე არსებული გუნდი აქტიურად მუშაობდა ინსტრუქციებზე, თუ როგორ უნდა გაეწმინდათ ვენტილატორი და აღედგინათ ტუალეტის ფუნქციონირება მისიის განმავლობაში.

საბედნიეროდ, ეკიპაჟს ჰქონდა „სარეზერვო ნარჩენების მართვის სისტემები“, რაც დიდი შვებაა. უკიდურეს შემთხვევაში, ასტრონავტებს მოუწევდათ „მფრინავ ნარჩენებთან“ ერთად ცხოვრება.

საბოლოოდ, წამყვანმა აეროკოსმოსურმა ინჟინრებმა მოახერხეს როგორც ტუალეტის, ისე Microsoft Outlook-ის პრობლემების მოგვარება, რაც იმედს გვაძლევს – თუ ეს შეძლეს, მაშინ მთვარის გარშემო ფრენაც ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეთ.

 

„სინტრას მარილი“ – ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის პერსონალური გამოფენა

ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო