მნიშვნელოვანი კოსმოსური მოგზაურობის დაწყების წინ, რომელსაც თავად NASA ადამიანის მთვარეზე დაბრუნების მისიას უწოდებს, კოსმოსური სააგენტო საგანგებოდ ემზადება. ვინაიდან ასტრონავტი Artemis III-ის ცენტრშია მოქცეული, შესაბამისი კოსტიუმის შექმნის პროცესიც დიდ ყურადღებას მოითხოვს — როგორც ჩანს, არა მხოლოდ ფუნქციურად, არამედ სტილის თვალსაზრისითაც. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, Axiom Space-თან თანამშრომლობით, ასტრონავტების ჩაცმულობა ცნობილი მოდის სახლი Prada იზრუნებს.
ბრენდი ესთეტიკის საზღვრებს გასცდება და ნედლეულსა თუ წარმოების მიმართულების ტექნიკურ გამოცდილებას სრულფასოვნად გამოიყენებს. საბოლოო მიზანი ერთია: უზრუნველყოს ასტრონავტების კომფორტი და გაითვალისწინოს ადამიანური ფაქტორები კოსმოსური კოსტიუმების დიზაინში.
კონცეფციის მიხედვით, AxEMU კოსტიუმი სრულიად ინოვაციურია კოსმოსური კვლევებისთვის. ის იმგვარი სისტემებით იქნება აღჭურვილი, რომ ასტრონავტები კომფორტულად შეძლებენ მთვარის რელიეფზე დაშვებას, გადაადგილებასა და მუშაობას.ეს კოსმოსური კოსტიუმები, რომლებიც წარმოიქმნება NASA-ს Exploration Extravehicular Mobility Unit (xEMU) დიზაინიდან, გვთავაზობს გაზრდილ მოქნილობას და გაძლიერებულ დაცვას, რათა ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის რთულ პირობებს გაუძლოს. გარდა ამისა, ისინი აღჭურვილია სპეციალიზებული ხელსაწყოებით, რომლებიც მორგებულია საძიებო და სამეცნიერო საქმიანობაზე.
„პრადას ტექნიკური ექსპერტიზა ნედლეულით, წარმოების ტექნიკით და დიზაინის ინოვაციური კონცეფციებით, ასტრონავტების ჩაცმულობაში მოწინავე ტექნოლოგიებს დანერგავს. ამავდროულად, ბრენდი დეტალურად ითვალისწინებს ადამიანურ ფაქტორებს, რომლებიც ძველ კოსმოსურ კოსტიუმებში წარმატებით გამოიყენებოდა“, — აღნიშნავს Axiom Space-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ სიუფრედინი.