ალბათ, ყველამ კარგად იცით ბრენდი Artemsil, რომელიც უკრაინას 140 წლის განმავლობაში ამარაგებდა მარილით. დროთა განმავლობაში ეს ჩვეულებრივ მოცემულობად იქცა საზოგადოებისთვის, სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად — კომპანიას კი მეტი არც არაფერი უცდია, მხოლოდ სუფრის მარილის წარმოება საკმარისი აღმოჩნდა საუკუნოვანი ისტორიის შესაქმნელად.
თუმცა დრო ყველაფერს ხელახლა აფასებს… როდესაც რუსმა სამხედროებმა ქალაქ Soledar-ს მიღწიეს, რომელიც ითარგმნება, როგორც „მარილის საჩუქარი“, განადგურდა ქარხნები და აღჭურვილობა. ამ მდგომარეობის ფონზე კი 2022 წლის აპრილში მარილის წარმოება პირველად შეჩერდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ — შეუძლებელი იყო შეფუთვის დამზადებაც. „როდესაც Artemsil გაქრა, შოკური მომენტივით იყო. კიდევ ერთი შეხსენება დიდი დანაკარგებისა“.
ახლა კი მარილი კვლავ გამოჩნდა მაღაზიებში, რაზეც გრაფიკულმა დიზაინერმა არტემ გუსევმა იზრუნა. კერძოდ, მან Artemsil-ის შეფუთვის განსხვავებული დიზაინი შეიმუშავა, მიხვდა, რომ რაღაც ისეთი უნდა შეექმნა, რაც ყველაზე აქტუალური იქნებოდა ხალხისთვის. გუსევმა სიტყვა cіль (მარილი) ვიზუალური ანალოგიით мццц (სიძლიერე) შეცვალა. ყვავილის სიმბოლო კი უკრაინის ეროვნულმა გერბმა ჩაანაცვლა.
„ეს შეფუთვა უკრაინელი ერის თავდაცვისა და სიძლიერის სიმბოლოდ იქცა“, — აცხადებს United24, გლობალური ინიციატივა, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად შეიქმნა. გუსევის თქმით კი, ეს არის იმედის სიმბოლო, იმედის, რომ ტერიტორიებს გაათავისუფლებენ და ყველაფერი ჩვეულ, უკეთეს რიტმს დაუბრუნდება.