in

Instagram-ის დამფუძნებლები ახალი ამბების აპლიკაციას ქმნიან

veon
veon

კევინ სისტრომი და მაიკ კრიგერი, Instagram-ის თანადამფუძნებლები, ახალი იდეით დაბრუნდნენ… საუბარია Artifact-ზე, სოციალური მედიის პლატფორმაზე, რომელიც ახალი ამბებისთვის იქნება განკუთვნილი და მომხმარებელთა შორის დისკუსიასაც შეუწყობს ხელს.

Gizmodo-ს თანახმად, აპლიკაცია მომხმარებლებს ინფორმაციულ კონტენტს მიაწვდის, გამომცემლების პერსონალიზებული და კურირებული სიიდან — დაწყებული The New York Times-ით და Washington Post-ით, დასრულებული მცირე სტატიებით თუ ბლოგებით. ამ შემთხვევაშიც, TikTok-ის მსგავსად, შეიქმნება სპეციალურად ინდივიდზე მორგებული ველი, სადაც თემატური სტატიები, პოსტები და ისტორიები გამოჩნდება — იმის მიხედვით, თუ რა აინტერესებს მომხმარებელს.

კრიგერი აღნიშნავს, რომ უკვე სამი წელია, ნიჭიერ გუნდთან ერთად მუშაობს სერვისის განვითარებაზე და წესით, აპლიკაცია მალე ამოქმედდება მომხმარებლებისთვის. მანამდე კი მომლოდინეთა სიაში მოხვედრა შეგიძლიათ, სადაც მათ შესაბამისი ტექსტი გაეგზავნებათ ჩამოტვირთვის ბმულით და აპლიკაციაზე წვდომით.

საინტერესო პოდკასტი | ChatGPT: AI vs HI შეუძლია თუ არა ჩეთბოტს ის, რაც ჩვენ?

„გაბედული ნაბიჯები, წარმატება და ახალი თაობის შესაძლებლობები“ — საჯარო ლექციები აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის