in

ჩიპში მოქცეული ხელოვნური ნეირონები – ქრონიკულ დაავადებებთან გამკლავების ახალი გზა

Lenovo
Lenovo

მეცნიერებმა ტვინის უჯრედების მოქმედების დეკოდირება და მათი მუშაობის პრინციპის ჩიპში მოქცევა შეძლეს. ამ პატარა ნეირონულ სისტემას აქვს პოტენციალი, შეცვალოს იმ სამედიცინო მოწყობილობების წარმოება და გამოყენება, რომლებსაც ქრონიკულ დაავადებებთან გასამკლავებლად იყენებენ.

ჩიპი ასრულებს ჯანსაღ ბიოლოგიურ აქტივობას და ამისთვის სჭირდება იმ ენერგიის ერთი მემილიარდედი, რასაც მიკროპროცესორები სამუშაოდ იყენებენ. University of Bath-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ჩიპში მოქცეული ნეირონები ადამიანის სხეულში მიმდინარე ელექტრულ ციკლების იდენტურად მოქმედებენ, თუმცა, მათი ქცევა ნაკლებპროგნოზირებადია, მით უფრო მაშინ, როცა ელექტრული იმპულსების მიღებასა და გაცემაზე მიდგება საქმე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ხელოვნურმა ნეირონებმა, ექსპერიმენტის ფარგლებში, წარმატებულად გაიმეორეს თაგვის ტვინის ორი სპეციფიკური უბნის ნეირონების მოქმედება.

„აქამდე, ნეირონები შავ ყუთს გავდნენ, თუმცა, ჩვენ ამ შავი ყუთის გახსნა და შიგნით ჩახედვა შევძელით. ჩვენი შრომა პარადიგმის შემცვლელია, რადგან ეს არის გზა რეალური ნეირონების მოქმედების რეპროდუცირებისკენ“, – აცხადებს ალან ნოგარეტი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

ჩიპს იმ სამედიცინო მოწყობილობების შექმნისას გამოიყენებენ, რომლებიც პაციენტების საჭიროებებს უფრო მოერგება. მაგალითად, კარდიოსტიმულატორის შემთხვევაში, ჩიპის დახმარებით ორგანიზმი შეძლებს სტრესორებზე რეაგირებას, რომლებიც შეიძლება ადამიანის გულის მოქმედებაზე აისახოს.

ჯულიან პატონი – ოკლენდისა და ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ ბიოლოგიური აქტივობის გამეორება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხსნის არანორმალურ შესაძლებლობებს უფრო ჭკვიანი სამედიცინო მოწყობილობების საწარმოებლად, რაც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების ქონის პირობებში, ცხოვრებას უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის.

ლევან მუსხელიშვილი და თენგიზ ბეგოიძე Eurobest-ის ფინალში

როგორ ვუპასუხოთ კითხვას: “როგორია თქვენი სახელფასო მოლოდინი?”