in ,

ქართველობას არ წაგართმევს ჯანმრთელობა! – ARTINFO Georgia-სა და NCDC-ის ერთობლივი კამპანია

დათო ნადირაძე
დათო ნადირაძე

ნოემბრის ბოლოს, თბილისის მეტროსადგურებში რამდენიმე ორიგინალური პოსტერი გამოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისკენ მოგვიწოდებს. ზოგიერთი მათგანი ჩვენი ფეისბუქ გვერდიდან გაიცნო მკითხველმა. კამპანია ARTINFO Georgia-სა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. მარკეტერი დაინტერესდა, თუ ვინ და რა მიზნით წამოიწყო კამპანია. დეტალებზე ARTINFO Georgia-ს განვითარების დირექტორი დათო ნადირაძე გვესაუბრა.

BOG
BOG

artinfo 11

M: საიდან წამოვიდა კამპანიის ინიციატივა?

კამპანიის ინიციატივა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის და მას ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო ხელმძღვანელობს. მათი ინტერესია, რომ საქართველოს მოსახლეობაში ჯანსაღი კვების პრინციპების პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. არასამთავრობო ორგანიზაცია ARTINFO Georgia კი შემოქმედებითობასა და ხელოვნებას ხშირად იყენებს, როგორც შთაბეჭდილების მოხდენის ერთ-ერთ მძლავრ და ემოციურ “იარაღს”. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ამ სოციალური ცვლილებებისთვის შემოქმედებითი ადამიანები (მათ შორის ხელოვანები) შეგვეკრიბა, გვემუშავა მათთან ერთად და საზოგადოებისთვის ემოციურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია. ეს ემთხვევა ცენტრის და კერძოდ, სამმართველოს მოთხოვნას.

M: რას მოიცავს კამპანია და რა მიზანი აქვს?

კამპანიის მიზანია, საქართველოში ჯანსაღი კვების პრინციპების დანერგვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა შემოქმედებითი მეთოდების გამოყენებით. ჯანსაღი კვების კამპანია ბევრ კომპონენტს მოიცავს, კერძოდ, მედიისა და სოციალური მედიის საშუალებით ადვოკატირებას, ტრენინგებს, შემოქმედებითი მასალების შექმნასა და პოპულარიზაციას, კვლევას, საგანმანათლებლო ბეჭდური მასალის გავრცელებას (გასაფერადებლებიც კი ბავშვებისთვის ჯანსაღ კვებაზე) და მედია სემინარებს.

არტინფო 2

M: პოსტერებით მოწოდების გარდა არის რაიმე, მაგალითად, დამატებითი შეთავაზება, ან რაიმე პროდუქტი/მომსახურება?

დიახ, უკვე განვახორციელეთ ტრენინგები მედიის წარმომადგენლებისთვის თბილისსა და რეგიონებში. გარდა ამისა, დავბეჭდეთ საგანმანათლებლო მასალები და გასაფერადებლები ბავშვებისთვის, რომ ბავშვობიდან, თამაშთან და შემოქმედებითი უნარების განვითარებასთან ერთად, შეისწავლონ ჯანსაღი საკვები, მისი სწორედ მომზადება და ა.შ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ პროექტის ფარგლებში ვამზადებთ სოციალურ ვიდეორგოლებს, ე.წ. ამბის თხრობის პრინციპებზე (Storytelling) დაყრდნობით, რომელიც ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის სახელმძღვანელოებს ეყრდნობა. 2017-2018 წლისთვის დაავადებათა კონტროლს კვლევაზე დაფუძნებულ, უფრო ფართომასშტაბიან კამპანიას შევთავაზებთ, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ გაგრძელდება და გაცილებით ფართო ფართო მასშტაბს მოიცავს.

არტინფო 3

M: რა მოლოდინი გაქვთ, რა შედეგი იქნება თქვენთვის წარმატების საზომი, ამ კამპანიიდან გამომდინარე?

საზომი კამპანიის ყოველი კომპონენტისთვის სხვადასხვა გვაქვს, თუმცა, ზოგადი ინდიკატორები უფრო საზოგადოებაში ინტერესის გაღვივებაა, მედიაში თემის აქტუალიზაცია, შეტყობინებები, კითხვები მომხმარებლებისგან და ა.შ. მოლოდინი გვაქვს, რომ საზოგადოება აქტიურად დაიწყებს საუბარს ალკოჰოლის ზიანზე, მარილის მოხმარების შემცირებაზე, საკვების ჯანსაღად მომზადებაზე, ჩვენ კი ამ პროცესში ვეცდებით, რომ ინფორმაციის მიწოდება ემოციურად განვახორციელოთ და სტრატეგიულად დავგეგმოთ საზოგადოების ქცევის ცვლილება.

არტინფო 4

M: კიდევ რა იგეგმება კამპანიის ფარგლებში?

კამპანიის ფარგლებში დარჩენილი გავქვს ვიდეოკლიპებისა და ისტორიების, ასევე ემოციური პოსტერების (რომლებიც უკვე თბილისის მეტროებშიც გამოჩნდა) პრომოუშენი. ასევე, დაგეგმილი გვაქვს სტუმრობა სატელევიზიო და რადიო გადაცემებში და სტატიები ჯანსაღ კვებაზე ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებში, რითაც დავასრულებთ 2017 წლის კამპანიას.

M: ვინ არის ორგანიზატორი და ვინ იმუშავა კამპანიაზე?

კამპანიის ორგანიზატორი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო და მისი ხელმძღვანელი მაია შიშნიაშვილია, ხოლო განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია Artinfo Georgia, რომელის ერთ-ერთი მიმართულება სოციალური პროექტებში ხელოვნებისა და შემოქმედებითობის ჩართვაა.

სალარო და რიგში დგომა აღარ არის საჭირო! – ნახეთ Amazon–ის “მომავლის მაღაზია”

18 დეკემბერს ტექნოპარკში შემოქმედებითი კონკურსი “კრეათონი” გაიმართება