არის ადგილები, სადაც შესვლისთანავე ხვდები, რომ დრო ნელდება. ყველა დეტალი, მათ შორის, ჰაერიც კი ისტორიას ინახავს. ARTINSCENT სწორედ ასეთი სივრცეა. აქ სურნელი კი არ ცდილობს შთაბეჭდილების მოხდენას, არამედ თითქოს დიალოგში გითრევს. თითოეული არომატი ცალკე მოგზაურობაა: ზოგჯერ ბაღებში, ზოგჯერ ზღვის ნაპირთან, ზოგჯერ კი იმ მოგონებებში, რომელთა დაბრუნებაც დიდი ხანია გინდა.
ARTINSCENT შეიქმნა ერთი მთავარი იდეით – რომ პარფიუმერია იყოს არა უბრალოდ პროდუქტი, არამედ განცდა, გამოცდილება და ხელოვნება. ეს არის ნიშ პარფიუმერიის ახალი სტანდარტი, სადაც სურნელი თავისუფლდება ტენდენციებისგან და ყალიბდება, როგორც ინდივიდუალური არჩევანი.

ARTINSCENT-ის ბუტიკი არ არის სტანდარტული „მაღაზია”. ღირებულება, რომელსაც ის ატარებს, ისაა, თუ რას სთავაზობს მომხმარებელს და როგორ. აქ პარფიუმერია აღიქმება როგორც პირადი გამოცდილება, როგორც დიალოგი ბრენდსა და ადამიანს შორის. თითოეული სტუმარი თავად პოულობს საკუთარ სურნელს, არა რეკომენდაციების, არამედ ემოციის მიხედვით.
ბრენდის ხედვა თავიდანვე იყო სივრცის შექმნა, სადაც პარფიუმერია სცდება ჩვეულებრივ ჩარჩოებს და ხელოვნების ფორმად გარდაიქმნება. ამიტომ ARTINSCENT-ის ბუტიკი არ არის სტანდარტული „მაღაზია”, ეს არის სივრცე-მუზეუმი, სადაც ყველაფერი თავბრუდამხვევ გამოცდილებას გპირდება.

ამაზე მეტყველებს ის გარემოც, რომელიც შიგნით გვხვდება. ARTINSCENT-ის ბუტიკის დიზაინი შექმნილია AREA 17-ის, ფლორენციაში დაფუძნებული დიზაინსტუდიის მიერ, რომელიც მუშაობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა Loro Piana, Saint Laurent, Tiffany & Co., Prada და Moncler.
არქიტექტურა, ინტერიერი და განათება აქ ერთიან ნარატივს ქმნის. სივრცე არ ჩრდილავს სურნელს, არამედ აძლიერებს მას, საშუალებას გაძლევს, ყურადღება მხოლოდ არომატზე გაამახვილო.
რაც შეეხება პროდუქციას, ARTINSCENT-ში წარმოდგენილია ნიშ პარფიუმერიის ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორებიცაა: Maison Francis Kurkdjian, Byredo, Serge Lutens, Kilian, Frédéric Malle, Comme des Garçons, Nasomatto, Orto Parisi და სხვა. თითოეული ბრენდი საკუთარ ფილოსოფიასა და ხელწერას ატარებს, მაგრამ ერთი რამ საერთო აქვს – ხარისხი და ავთენტურობა.

მიუხედავად იმისა, რომ ARTINSCENT ახალი სიტყვაა ქართულ ბაზარზე, მას უკვე გაწერილი აქვს სამოქმედო გეგმა მომავლის პერსპექტივით. მომავალი წლის განმავლობაში ბრენდი მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ გამორჩეულ სახელს შესთავაზებს, მათ შორის ისეთებს, რომლებსაც ნიშ პარფიუმერიის მოყვარულები დიდი ხანია ელიან.
ამასთან, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბრენდი ეტაპობრივად გააფართოებს ქსელს და ჯამში ექვს ბუტიკს მოიცავს. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ARTINSCENT ბათუმის ბუტიკი, რომელიც ამჟამად მზადების ეტაპზეა და 2026 წლის დასაწყისში გაიხსნება.
ARTINSCENT არ გეუბნება, რა უნდა მოგწონდეს, ის გაძლევს სივრცესა და შესაძლებლობას, თავად აღმოაჩინო სასურველი სურნელი.

[R]











