in

Artisio – გონივრული ტექნოლოგიური გადაწყვეტა აუქციონების ინდუსტრიაში

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტია ნომინაციაში – „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“

Startauperi
Startauperi

მეშვიდე წელია, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ცნობადობის გაზრდისთვის, თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას ატარებს. კონკურსში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412 -მა კომპანიამ გამოთქვა. სულ ცოტა ხნის წინ, ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. 5 ნომინაციაში სულ 15 ფინალისტი მოხვდა და სტატიების ამ სერიაში თითოეულ მათგანს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

შეგახსენებთ, რომ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში ასპარეზობენ: საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება.

ამჯერად, გაგაცნობთ აუქციონების მართვის კომპლექსურ პლატფორმა Artisio-ს, რომელმაც მსოფლიო ბაზარს განსხვავებული სერვისი შესთავაზა. დეტალებზე ირაკლი სვანიძე გვესაუბრა.

M: გვიამბეთ, როგორ ჩამოყალიბდა არტისიო და რა განსხვავებულ სერვისებს სთავაზობს ამ დროისთვის?

Artisio არის აუქციონების მართვის SaaS სისტემა, რომელიც ერთი ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფის ქვეშ აქცევს აუქციონების ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა მიმართულებას, ესენია: აუქციონის მენეჯმენტის ბექ-ოფისის სისტემა (auction management back-office software), ონლაინ აუქციონების პლატფორმა (online bidding solution), ლაივ აიქციონების სისტემა (online bidding solution with video streaming) და კოლექციის მართვის სისტემა დილერებისა და კოლექციონერებისთვის (web application for buyers & vendors).

Artisio არის წარმატებული საერთაშორისო ტექ-სტარტაპი აუქციონების ინდუსტრიაში, რომელიც შევქმენით 2020 წელს საქართველოში ქართველი ტექ-პროფესიონალების გუნდით, 10 წელზე მეტი გამოცდილებით – როგორც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, ასევე აუქციონების ბიზნესში.

Artisio-ს სამიზნე სეგმენტი არის აუქციონების ინდუსტრიაში ჩართული ნებისმიერი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ბაზრის მოცულობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 500,000 კომპანიაა, რომელიც პროდუქციის რეალიზებას ახორციელებს აუქციონების მეშვეობით და ამ ბაზრის მოცულება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს.

M: როგორ გაიზარდა ამ დროისთვის არტისიო და ზრდის როგორი პერსპექტივა აქვს მას?

2022 წელს რომ გადავხედოთ, ეს წელი Artisio-სთვის იყო ძალიან სწრაფი ზრდის ფაზა და მსოფლიოს მასშტაბით ახალ ბაზრებზე გაფართოების პერიოდი.

გამოვყოფთ რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს: 

  • 2022 წლის დასაწყისში გამოვუშვით NFT მოდული, რის შედეგადაც Artisio გახდა მსოფლიოში ერთადერთი აუქცონების სისტემა, რომელსაც აქვს NFT-ის მინტინგისა და გაყიდვის მხარდაჭერა (Mint & Sell NFT).
  • რაც შეეხება ახალი ბაზრების ათვისებას, 2022 წელს კიდევ უფრო მეტი დამკვეთი ავიყვანეთ ევროპიდან (5 ახალი ქვეყანა: ბრიტანეთი, ჰოლანდია, ნორვეგია, საფრანგეთი, ჩეხეთი). პირველი დამკვეთები ავიყვანეთ ავსტრალიასა და ახალი ზელანდიიდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევედეით ამერიკის ბაზარზე (რომელიც ყველაზე დიდი ბაზარია აუქციონებისა და ელ.კომერციის მხრივ).
  • Artisio-სთვის კიდევ ერთი გარდამტეხი მოვლენა სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა – Ჩვენი კლიენტი გახდა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტარტაპი Rares.io, რომელიც ქმნის სპორტული ფეხსაცმელების კულტურას (sneaker culture) და სპორტული ფეხსაცმელების მოყვარულ ენთუზიასტებს სთავაზობს შეიძინონ ძვირადღირებული მოდელების წილი და გამოიყენონ საინვესტიციოდ.
  • ასევე, ჩვენი კლიენტი გახდა ბრიტანული აუქციონის სახლი – GPSV, რომელიც არის ბრიტანეთის დავთაცვის სამინისტროსა და NATO-ს კონტრაქტორი. ამ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი სისტემის მეშვებით ხორციელდება ბრიტანეთისა და NATO-ს ჩამოწერილი სამხედრო ტექნიკის რეალიზაცია.
  • წელს, ხელი მოვაწერეთ ბრიტანულ ვენჩერულ ფონდთან საინვესტიციო ხელშეკრულებას, და თვის ბოლოს მივიღებთ პირველ ინვესტიციას.

Artisios შედეგები 2022 წელს:

  1. +800,000 ლოტი
  2. +15,000,000 მიღებული ბიდი
  3. +$150,000,000 გაყიდული ნივთების ჯამური ღირებულება.

M: რა აქცევს არტისიოს ინოვაციურ სტარტაპად?

Artisio არის უნიკალური ტექნოლოგიური გადაწყვეტა აუქციონების ინდუსტრიაში, რადგან იგი აერთიანებს აუქციონების ბიზნესში ჩართულ ყველა რგოლს და ეს არის ინდუსტრიისთვის ინტეგრირებული ეკოსისტემის შექმნის პირველი პრეცედენტი.

გარდა ამისა, Artisio-ს ინოვაციურობას განაპირობებს აუქციონების ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა.

სისტემა 100%-ით API-ზეა დაფუძნებულია, რაც საშუალებას გვაძლევს მივუერთდეთ და მონაცემები გავცვალოთ ყველა დამატებით მესამე მხარესთან, რომელსაც იყენებენ ჩვენი კლიენტები. ამ პროცესის შედეგად, Artisio-ში ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის ცენტრალიზება, რაც შემდეგ AI-ს დახმარებით მუშავდება და ჩვენს კლიენტ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაცილებით ეფექტურად მართონ ბიზნეს პროცესები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

M: რატომ გადაწყვიტეთ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა?

ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი გამოცდილების გაზიარებაა. გვჯერა, რომ Artisio-ს წარმატების ისტორია არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ საქართველოში შეიძლება შეიქმნას მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც კონკრეტულ ინდუსტრიაში ინოვაციურ ცვლილებებს მოახდენს, გათვლილი იქნება საერთაშორისო მასშტაბზე და წარმატებით დააკმაყოფილებს მსოფლიო ბაზრის საჭიროებებს.

ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაგვიცნობს ჩვენს ქვეყანაში. ეს ჩვენთვის, როგორც საქართველოში შექმნილი სტარტაპისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან უდიდეს მოტივაციას გვიქმნის ის მხარდაჭერა, რასაც აქ ვგრძნობთ.

 

პროექტის პარტნიორები არიან VISA (მთავარი სპონსორი) და „აწარმოე საქართველოში“.

წელს ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ – გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის. UN Women-მა დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) – მწვანე ინიციატივებისთვის.

გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.

ფასდაკლებები და წამახალისებელი პრიზები – Black Friday-ის აქციები „ჯაოკენში“

Chevrolet-ის რეკლამა კლასიკურ საშობაო ფილმს ჰგავს