ბარსელონაში მოღვაწე მხატვარი და ილუსტრატორი, ვორჰა სანჩესი ფანტომურ ღრუბლებს ქმნის, რომლებიც ციდან მიწასა და სხვადასხვა ობიექტზე ჩამოდის. ვორჰა დიდი ხანია გატაცებულია ბუნებით და მუდმივად ცდილობს, გამოხატოს ეს სიყვარული. ამისთვის იგი თავისი ნამუშევრებით აცოცხლებს ობიექტებს, ფლორასა და ფაუნას.
თავად არტისტი ამ სერიაზე ამბობს, რომ სახალისოა, როცა ბუნებაში ისეთი ელემენტები შემოგაქვს, რომლებიც, წესით, არ უნდა იყოს. ბუნების ეს ნამუშევრები საშუალებას გაძლევთ, სიახლოვე იგრძნოთ მასთან მაშინაც კი, თუ ეს ადგილი ან ეს პერსონაჟები არასოდეს გინახავთ. ის ასევე გაძლევთ ინსპირაციას ახალი თემებისთვის, ხოლო თუ მის პრინციპებს მიჰყვებით და ისე შექმნით რამეს, ბუნებაზე დაფუძნებულს, გამოგივათ რაღაც ყველასთვის ნაცნობი და მეგობრული. თავისი თანდაყოლილი არსით, ბუნება აძლევს ყველაფერს ფორმასა ზომას. საოცარია, რომ მიკროორგანიზმს შეიძლება ჰქონდეს იგივე სფეროიდული სტრუქტურა, როგორც გალაქტიკას. წარმოგიდგენთ სერიას, რომელშიც თითოეული პერსონაჟი ფოტოზე ხელითაა დახატული.
არტისტის ამ ნამუშევრების ნახვამ, ქართველი ხელოვანის, დათო სიმონიას შემოქმედება გაგვახსენა, რომელიც ხევსურულ მოტივებზეა შექმნილი. შეგიძლიათ გადახედოთ ამ თემაზე მომზადებულ ჩვენს ძველ სტატიას.