in

“არტპალასი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

artpalaceკომპანია “არტპალასი” (www.ap.ge) არის პირველი სახელოვნებო ინდუსტრიის ცენტრი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს კულტურული ცხოვრების განვითარება.

კომპანია “არტპალასის” ერთ-ერთი ბიზნესმიმართულებაა პოლიგრაფია. ვაკანსია გამოცხადებულია პოლიგრაფიულ სამსახურში პროექტების მენეჯერის ვაკანსიაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** კომპანიის პროდუქტების ზედმიწევნით შესწავლა;
** დამკვეთებთან ურთიერთობა და მათთვის კონსულტაციების გაწევა;
** გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
** სტამბასთან ურთიერთობა;
**კოორნინაცია დამკვეთებსა და წარმოებას შორის;
** კლიენტებისთვის სპეციალური წინადადებების მომზადება და შეთავაზება;
** შეკვეთების აღრიცხვა და მართვა;
** ხელმძღვანელი პირის ან სხვა პერსონალისათვის შესაბამისი ინფორმაციისა და მასალის მიწოდება, ხელმძღვანელი პირის მითითებების შესრულება;
** მომხმარებლების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი.

აუცილებელი მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება – სასურველია გაყიდვების, მარკეტინგის ან PR ტექნოლოგიების მიმართულებით;
** სარეკლამო ან პოლიგრაფიულ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პოლიგრაფიული პროდუქციის გაყიდვების მიმართულებით;
** პოლიგრაფიული პროდუქციის ცოდნა;
** სარეკლამო (საბეჭდი) მასალების სპეციფიკის ცოდნა;
** სტამბებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** სავალდებულოა MS Office კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ასაკი: 22-იდან 45 წლამდე.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის მართვის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში ელექტრონულ მისამართზე:  [email protected] გამოაგზავნოთ თქვენი ქართულენოვანი CV 30.12.20014-მდე, აუცილებლად ფოტოსურათით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

ბალეტის გაკვეთილები Playstation-ისაგან

კანის დაავადებების კომპიუტერული დიაგნოსტიკა უახლესი და ინოვაციური აპარატით უკვე საქართველოში !