გუგლის განახლებული საძიებო სისტემა, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნებასთან, მომხმარებელს უფრო მეტი ხელოვანისა და მათი შედევრების აღმოჩენაში ეხმარება. მათ უკეთ გაცნობას კი, ნამუშევრებზე, ტექსტობრივი აღწერები უზრუნველყოფს.
http://gph.is/2ry8KCX
გუგლის Arts&culture-ის გუნდსა და საძიებო ალგორითმს შორის კოლაბორაციით, შესაძლებელი გახდა, ახლო ხედით, არტისტებისა და მათი ნამუშევრების დათვალიერება და ინფორმაციის გაგება იმის შესახებ, თუ სად შეიძლება ნამუშევრების პოვნა, მათი სახელით ძიებისას. ამასთან, ზოგიერთი არტნამუშევრის ნახვა მაღალი რეზოლუციითაც კი არის შესაძლებელი.
რაც ყველაზე შთამბეჭდავია, განახლდა ‘Street View’ ფუნქცია, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, გალერეის სახელით ძებნისას, ნამუშევრები დაათვალიეროს ვირტუალურ მუზეუმებში, მაგალითად, Tokyo, National Museum Of Western Art: