in

Google-ის აპლიკაციის ამ ფუნქციით ფოტოების კლასიკური ფერწერის ნიმუშებად გადაქცევა შეგიძლიათ

Google-ის აპლიკაციას Arts & Culture ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის საშუალებითაც თქვენს ფოტოებს კლასიკური ფერწერის შედევრების სტილში გადააკეთებთ. ესაა ერთგვანი ფილტრი, რომლის საშუალებითაც, ფოტოს კონკრეტული ნახატის ვიზუალური ეფექტი ედება. როგორც ამბობენ, ახალი ხელსაწყო გაცილებით უფრო მაღალტექნოლოგიურია, ვიდრე უბრალოდ, ფოტოს გაფერადება იქნებოდა. აპლიკაციას აქვს ალგორითმული მოდელი, რომელიც “გუგლის” ხელოვნური ინტელექტის ბაზაზეა შექმნილი. როგორც კი ფოტოსა და სასურველ ეფექტს აირჩევთ, აპლიკაცია ცდილობს ფოტოს მოარგოს იმ ნამუშევრის სტილი, რომელიც აირჩიეთ. ყველაფერი აპლიკაციით კეთდება და არ არის მისი ინტერნეტთან დაკავშირების აუცილებლობა.

„ონლაინ“ ვაჭრობის ნებართვისთვის, კომპანიებმა, სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ

როგორ იქნება ხვალინდელი დღე უკეთესი? – ქრისტინე ლორთქიფანიძე