in

რატომ უნდა გვინდოდეს იმის აღიარება, რომ რაღაცები არ ვიცით?

M2
M2

რამდენჯერ უკითხავთ თქვენთვის სამსახურში რაღაც იცოდით თუ არა და კი გიპასუხიათ იმ შემთხვევაშიც, როცა რეალურად ასე არ იყო? ამის უკან ბევრი მიზეზი დგას, მაგრამ ამაზე საუბარს, უმჯობესია, გავიგოთ, რატომ არის კარგი ხან იმის აღიარება, რომ რაღაცები არ ვიცით…

სწავლის შესაძლებლობები

იმის აღიარება, რომ რაღაც არ იცით, მოწყვლად მდგომარეობაში გაქცევთ, თითქოს, ასე სხვას პოტენციურ სისუსტეს წარუდგენთ. თუმცა, მეორე მხრივ რომ შევხედოთ ამ საკითხს, ახალი შესაძლებლობა ჩნდება, რომ სხვისგან ისწავლოთ. ამაში ბევრი კოლეგა სიამოვნებით დაგეხმარებათ… 

რაღაცის არცოდნის აღიარებით საკუთარ თავთან მეტად გულწრფელიც იქნებით. თანაც, ვერც არსებული ხარვეზების აღმოფხვრას დაიწყებთ მანამ, სანამ თავადვე არ გაიაზრებთ, რა იცით და რა, არა. ეს სხვებისგან რაღაცების სწავლასა და ცოდნის გაღრმავებაში დაგეხმარებათ, რაც შემდგომში არსებული პროექტების უკეთ გააზრებაში შეგიწყობთ ხელს და გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტურსაც გაგხდით. 

ნდობის მოპოვება

ხშირად იმიტომ არ ვაღიარებთ რაღაცების არცოდნას, რომ გვეშინია, სხვის თვალში ღირებულება არ დავკარგოთ. თუმცა, რომ დავუფიქრდეთ, როცა რაღაცის ცოდნის შესახებ ვაცხადებთ, დიდად არც ეს ზემოქმედებს სხვების აღქმებზე ჩვენ მიმართ. აქ საქმე უფრო მეტად ცოდნის გამოყენებას ეხება ან იმ სოციალურ წრესთან კავშირს, რომელიც ღირებულებას გმატებთ. 

რეალურად, სურვილი, აღიაროთ ის, რაც არ იცით, ადამიანთა ნდობას ზრდის. როცა აცხადებთ, რომ რაღაც თქვენთვის ახალია ან არ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია, ადამიანები უკეთ იგებენ, რა ცოდნა გაქვთ რეალურად და მეტად სანდოდ მიიჩნევენ მიღებულ ინფორმაციებს. 

მაგალითის ჩვენება

რაღაცის არცოდნის აღიარებით სწავლის შესაძლებლობას ბადებთ, ასე კი ირგვლივ მყოფებისთვის კარგი მაგალითი ხდებით, ამბობთ, რომ რაღაც თქვენთვის ახალია და შემდეგ ამის შესწავლას იწყებთ. ამ ფაქტს კი ორგანიზაციის ხელმძღვანელების შემთხვევაში დიდი ყურადღება ექცევა, როცა თავს ყველაფრის მცოდნედ აჩვენებენ, რეალურად კი ასე არ არის, ეს მათ სისუსტეზე მეტყველებს და, პირიქით. 

რჩევა

თუ მართლა გინდათ, გაიგოთ, რა იციან სხვა ადამიანებმა, კითხვები განსხვავებულად უნდა დაუსვათ. კითხვაზე იცი? ხშირად პასუხი კი გახლავთ, ამიტომ, უმჯობესია, თუ წინადადებას შემდეგნაირად დაიწყებთ: ბევრ ადამიანს ერევა ეს… ან ამის გასაგებად მე დიდი დრო დამჭირდა… — ეს ფრაზები ადამიანებს იმის აღიარებაში დაეხმარებათ, რომ რაღაცები არ იციან და თქვენც საშუალებას მოგცემთ, უკეთ გაერკვიოთ მათ შესაძლებლობებში. 

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს „აგრომაცივარმა“ კახეთში ნუშისა და ხეხილის ბაღები გააშენა