დრო, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში ყველაზე ძვირფასი რესურსია, ხშირად იქცევა ფიქრის ობიექტად. „ართთაიმის“ ეს ვიდეორგოლიც მასზე გვიამბობს, დროსთან ჭიდილზე, რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობია. Fashion Film-ის სტილში გადაწყვეტილი რეკლამა ანი ლუხავას სარეჟისორო დებიუტს წარმოადგენს. გუნდთან ერთად, რომელიც პროექტისთვის შეკრიბა, მან ხელოვნება და დრო ერთმანეთს დაუკავშირა, რაც სიყვარულის ისტორიის საფუძვლად აქცია, მთავარი გზავნილით: „როცა ხელოვნება და დრო ერთმანეთს ერწყმის, სასიყვარულო ისტორია იწყება“. სიუჟეტში კონტრასტებითა და ბარიერებით სავსე სასიყვარულო ისტორია ვითარდება, რომელიც დროს თავდაყირა აყენებს. ვიდეო გვიჩვენებს თუ როგორ იცვლება გრძნობის განვითარების ფაზები წამებთან ერთად და რა ეტაპებს გადის წყვილი ერთიანობის, თანადროულობის მისაღწევად.
სიყვარულისა და დროის პაექრობის შემდეგ, საბოლოოდ, ვნება და ქაოსი ცხრება და ყველაფერი ერთ რიტმში იწყებს პულსირებას. ვიდეოს გადაღების რიტმიკა, განათების ფერთა ცვლილებები, კადრების მონტაჟის პრინციპი – ქმნის დროის შეგრძნებას. დრო წყვილს, ერთდროულად, აშორებს და აახლოვებს. საინტერესოა, როგორი სიმბოლური დატვირთვა აქვს ვიდეორგოლში წარმოდგენილ დეტალებს. დროსთან ჭიდილი შეიმჩნევა მონტაჟის რიტმიკის ცვლილებაში, მაგალითად, Slow motion კადრები ნაცვლდება სწრაფი მონტაჟით. იცვლება განათების ფერი და ამით ვიგებთ, რომ წყვილის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. ვიდეოში შეამჩნევდით რამდენიმე სიმბოლიკას: გამჭვირვალე პარკი დროის, როგორც ერთად ყოფნის ბარიერის სიმბოლოა. წითელი შროშანი ვნებისა და სიყვარულის გამოხატულებაა, შუქჩრდილები კი – გადაწყვეტილების, გაორების, არჩევანის ნიშანი.
ნახეთ ფოტოკოლაჟი, თუ როგორი იყო გადაღების პროცესი:
რეჟისორი: ანი ლუხავა
DOP: ნათია ტეტიაშვილი [ტეტეშკა]
პროდიუსერები: ანი ლუხავა / ტეტეშკა
მსახიობები: დიმუ მენაბდე / პიზა სექანია
გაფერი: ლუკა შარიქაძე / ტეტეშკა
მონტაჟი და ფერის კორექცია: ანი ლუხავა
სთაილინგი: რომა ფოთელიძე
კოსტიუმების დიზაინერი: VASKA
ლოკაცია: Set_Space
სეტ მენეჯერები: ნინი დედალამაზიშვილი /// სანდრო მარგველაშვილი
მაკიაჟი: ანა გადელია
კომპოზიტორები: სანდრო მიშელაშვილი /// გიორგი აროშვილი
მუსიკის მასტერინგი: თორნიკე ქარჩხაძე [ქარჩხა]
დამკვეთი: ართთაიმი / Arttime
მარკეტინგის მენეჯერი: ანი ლუხავა