„მიზნად დავისახეთ, შეგვექმნა კომპანია, რომელიც გასცდებოდა სტანდარტლ არქიტეტურლ სტუდიას და შექმნიდა უფრო კომპლექსურ საინვესტიციო პროდუქტს. გვინდოდა, შეგვექმნა შინაარსობრივად და ეკონომიკურად დაბალანსებული პროექტები. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი ნაგებობები რომლის ავტორებითაც დაინტერესდებიან, როგორც დღეს, ასევე წლების შემდგომ“, – გვიყვება დადუნა შათაშვილი, არქიტექტორი, რომელმაც ალექსანდრე ბურჭულაძესთან ერთად შექმნა არქიტექტურული სტუდია Artytechs.
დღეისათვის, Artytechs-ის მომსახურება მოიცავს სრული არქიტექტურული პროექტის შექმნას, კონცეპტუალური და ტექნიკური გადაწყვეტილებებით. კომპანია პასუხისმგებლობას იღებს პროექტის დაგეგმვასა და მის განხორციელებაზე. Artytechs-ის შემოქმედება მოიცავს მრავალ პროექტს, რეალიზებულს სხვადასხვა ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობების სახით. მათ შორის არის: სასტუმროები, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, საზოგადოებრივი სივრცეები, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები და ა.შ.
M: როგორია კომპანია Artytechs-ის კონცეფცია?
სხვადასხვა ხელწერა, მორგებული ყოველ ახალ პროექტს, მოთხოვნებისა და საჭიროების მიხედვით. ჩვენი პროექტების შემხედვარეს, გაგიჭირდებათ მიხვდეთ, რომ ეს ერთი და იგივე კომპანიის გაკეთებულია. გვინდა, გვქონდეს ფუნქციის შესაბამისი ნაგებობები. ჩვენ არ ვართ მხოლოდ შემოქმედი მხატვრები, ვართ არქიტეტორები და ვიცით ეს რას ნიშნავს. ჩვენი კონცეფციაა ვიპოვნოთ სინერგია ფუნქციასა და ფორმას შორის.
M: რატომ განსხვავდება თქვენ მიერ შესრულებული პროექტები ერთმანეთისგან?
ჩვენ ვქმნით არქიტექტურას, თავისი შემოქმედებითი და სწორი ტექნიკური გადაწყვეტილებებით. არქიტექტურული პროექტის შექმნის საწყის ეტაპზევე ვითვალისიწნებთ ინდივიდუალურ მიდგომებს, რაც განაპირობებეს კომპანიის მიერ შესრულებულ პროექტებს შორის განსხვავებულობას. განსხვავებულობა გამომდინარეობს გარემოდან და არსებული სიტუაციდაან. შენობები, რომლებიც ჩვენს პორტფოლიოშია სირთულეების დაძლევის, სწორი გადაწყვეტილებებისა და შემოქმედებისადმი თავისუფალი დამოკიდებულებების შედეგია. გარდა ამისა, ვფიქრობთ, 21-ე საუკუნეში, ძალიან მნიშვნელოვანია მიყვე პროგრესს და გამოიეყნო თანამედროვე გადაწყვეტლებები. ამიტომ ვცდილობთ, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას არსებულ პროდუქტებში
M: ვისგან შედგება Artytechs? ანუ, რა გამოცდილება იყრის თავს თქვენს კომპანიაში?
პირადად მე, მაქვს 18 წლიანი გამოცდილება არქიტექტურასა და დიზაინში. ასე ვთქვათ, ჩემს ანგარიშზეა 70-ზე მეტი რეალიზებული პროექტი და 500,000 კვ.მ დაგეგმარებული ფართი. მიღებული მაქვს ღირსების ორდენი, ვარ RIBA სერთიფიკატის მფლობელი. ასევე, 2017 წელს მიღებული მაქვს საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდო – „რეკონსტრუქცია“. 2012 წელს გავხდი საუკეთესო არქიტექტორი ნომინაციაში – რეალიზებული საცხოვრებელი კომპლექსი. 2000 წელს მიღებული მაქვს საქართველოს პრეზიდენტ ე. შევარდნაძის დიპლომი სამეცნიერო ნაშრომისთვის „საზოგადოებრივი ფუნქციების განვითარების როლი ისტორიული უბნის რეკონსტრუქციაში“.
ალექსანდრე ბურჭულაძეს აქვს 22 წლიანი გამოცდილება საკონსულტაციო საინვესტიციო და აქტივების მართვის მიმართულებით. სხვასხვა საინვესტიცო პროექტების მეშვეობით, ხელი შეუწყო 200 მილიონზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცის განხორცილებას. რაც შეეხება საჯარო გამოცდილებას, 2012-2013 წლებში ის იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2014-2015-ში კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე. განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი საინვესტიციო პროექტი. ასევე, მიღებული აქვს საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდო – „ინტერიერის დიზაინი“ (საიუველირო სალონი „ჩხირა“) 2017 წელი.
ჩვენს მესამე პარტნიორს – არჩილ ძიძიგურს 10 წლიანი გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით. ის არის სერტიფიცირებული სპეციალისტი (ვალენსიის ტექნიკური უნივერისტეტი) სტარტაპებისა და სპინოფების მიმართულებით. ასევე, სერტიფიცირებული ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების პრაქტიკოსი და აქვს საკონსულტაციო გამოცდილება ელექტრონული კომუნიცაციის არხების მართვის მიმართულებით . გარდა ამისა, აქვს განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
M: Artytechs-ის მიერ შესრულებულ მნიშვნელოვან პროექტებზე მოგვიყევით…
კომპანიის დაარსებიდან საჯარო, თუ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, განხორციელდა ბევრი წარმატებული პროექტი. მათ შორის ბოლო პერიოდის პროექტებია: სასტუმროები ბორჯომში, ბაკურიანსა და ყვარელში, ინტერიერის დიზაინის ნაწილში შემუშავდა ახალი რებრენდინგის კონცეფციები ორგანიზაციებისთვის – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესი“ , „ბიბლუსი“, „ზუმერი“ და სხვა.
გვაქვს საზოგადოებისთვის ცნობილი და უამრავი საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდოს მქონე რეალიზებული შენობა ნაგებობები საქართველოს მასშტაბით, მათ შორის:
სასტუმრო „მუზეუმი“ (2017 წლის საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდო – ნომინაციაში რეკონსტრუქცია). აღსანიშნავია რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია (ორბელიანების სასახლე) და საჭიროებდა ფრთხილ რეკონსტრუქციას, რაც არქიტექტურული თვალსაზრისით საკმაოდ რთულია, ვიდრე ახალი შენობა ნაგებობის შექმნა, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება სასტუმროს სპეციფიკას, კომპანია „არტიტექსმა“ შეასრულა ურთულესი არქიტექტურული გადაწყვეტილება – არსებული ძველი შენობის ფარგლებში მოხდა სასტუმროს ყველა თანამედროვე მოთხოვნილების გათვალისწინება, შენობას დაემატა სართულები ისეთი სახით, რომ სრულად იქნა შენარჩუნებული ძველი იერსახე, თავისი განთქმული აივნებითა და მოაჯირებით, რაც ბუნებრივად აისახა ძველი თბილისის ისტორიული განაშენიანების არსებულ გარემოში. დღეს სასტუმრო „მუზეუმი“ არის საზოგადოების მოწონების საგანი.
საიუველირო სალონი „ჩხირა“ არის უნიკალური ხელნაკეთი, ინდივიდუალური და გამორჩეული დიზაინის ნაკეთობების სალონი, რის გამოც დიზაინის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო საჭირო სივრცის პრაქტიკულად გამოყენებისა და განათების თვალსაზრისით. აუცილებელი იყო ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც სახასიათო იქნებოდა ინდივიდუალური დიზაინის მქონე ნაკეთობების. შეიქმნა გარემო, რომელიც ზუსტად ასახავს შესაბამის ინდივიდუალიზმს.
2012 წლის საუკეთესო არქიტექტორი ნომინაციაში რეალიზებული საცხოვრებელი კომპლექსი. თავისი არქიტექტურული გადაწყვეტილებებით შენობა მორგებულია არსებულ გარემოს, რაც ითვალისწინებს მის მდებარეობას მაგისტრალური ქუჩების გზაჯვარედინზე, სწორედ ამან განაპირობა შენობის ფორმა და გაბარიტები, ორი ქუჩის გასწვრივ პერიმეტრულ განაშენიანება შიდა ეზოს სტრუქტურით ქმნის ერთგვარ სიმეტრიულ და აკადემიურ სივრცეებს ურბანულ დაგეგმარებაში. აღსანიშნავია, რომ მშენებლობა („Magi Style“) დასრულდა 2007 წელს და კომპლექსი დღემდე ინარჩუნებს თანამედროვე არქიტექტურის სახელს.
ქუთაისის იუსტიციის სახლი – ავტორი დადუნა შათაშვილი. პროექტი შესრულებულია კომპანია „DEPHANI”-სთან ერთად, „Magi Style“-თან თანამშრომლობით. ქუთაისის იუსტიციის სახლი თავისი სიდიდით ერთ-ერთი გამორჩეულია იუსტიციის სახლებს შორის.
ჩემი მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე, მონაწილეობა მაქვს მიღებული არაერთ ცნობილ პროექტში, მათ შორის არის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, პროექტზე ვმუშაობდით გერმანელ არქიტექტორ იურგენ მეიერთან ერთად. ამ პროექტზე არაერთი სტატია გამოქვეყნდა სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალებსა თუ ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის Archdaily-ზე.
სამი სხვადასხვა სივრცის – წიგნების მაღაზიის, ლიტერატურული კაფის, ბავშვთა სათამაშოების მაღაზიის და მასთან არსებული ბავშვთა გასართობი სივრცის – საერთო სახასიათო დიზაინის ჩარჩოს შემუშავება. კაფე „ნოველას“ დიზაინის საიმიჯო ელემენტი გახდა წიგნების მაღაზიიდან ლიტერატურულ კაფეში იმიტირებული წიგნებისგან შემდგარი ასასვლელი კიბე, როგორც ორი სხვადასხვა ფუნქციის, თუმცა ერთი საერთო თემის მატარებელი სივრცეების დამკავშირებელი კომპონენტი.
ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ შენობა-ნაგებობებისა, რომელიც შესრულებულია ჩვენი როგორც კომპანია „არტიტექსის“ მიერ, ასევე ინდივიდუალურად, სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში.
M: მიმდინარე პროექტების შესახებ მოგვიყევით და ასევე, რას გეგმავს Artytechs სამომავლოდ?
დღეისათვის, კომპანია მუშაობს რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე, რომელიც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ვგეგმავთ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას. ხოლო ქართულ საზოგადოებას ვპირდებით უამრავ ახალ, საინტერესო პროექტს. კომპანია „არტიტექსი“ შექმნის კიდევ მრავალ საინტერესო შენობას.
[R]