in

„არტიტექსი“ World Architecture & Design 2019-ის ჯილდოების მფლობელია

კომპანია „არტიტექსი“, მსოფლიო მასშტაბით, წარმატებულ პროექტებსა და არქიტექტორებს შორის გამოირჩა და World Architecture & design 2019-ის რამდენიმე ჯილდოს მფლობელი გახდა შემდეგ ნომინაციებში:

  • Health & Recreation ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტი.
  • Commercial Interior – საიუველირო სალონ „ჩხირას“ ინტერიერის დიზაინის პროექტი.
  • Hospitality – სასტუმრო „მუზეუმის“ პროექტი.

„არტიტექსმა“ მოახერხა წამყვანი არქიტექტურული კომპანიების, ასევე არქიტექტურის სფეროში მოღვაწე უცხოელი სპეციალისტების ყურადღების მოპყრობა საქართველოსკენ, რითიც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო არქიტექტურის ჭრილში, – Artytechs.

World Architecture & design 2019 პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, გამორჩეულ არქიტექტურასა და დიზაინს ეძებს. კონკურსზე საქართველოდან ჯილდო მხოლოდ კომპანია „არტიტექსმა“  დაიმსახურა.  არტიტექსი“ ოთხი წლის წინ დაარსდა და მისი პროექტების შესახებ სტატიებს წერენ ცნობილი საერთაშორისო არქიტექტურული საიტები, როგორებიცაა: e-architect, AECCafe, BIM smith.

 

[R]

ბედნიერების ლოდინი, როგორც დროის ფლანგვა

მოწყობილობა კუნთების მასაჟისთვის, რომლის მართვაც სმარტფონიდან შეგიძლიათ