27
Mar
2018

როგორ ავარიდოთ ცხვირი საპირფარეშოში არსებულ სუნს – „არუსუნო!“ – ქართული პროექტი

27 Mar 2018

Startauperi
Startauperi


არუსუნო“ მსოფლიოში პირველი Post-Poop Timer, ქართული პროდუქტია, რომლის მიზანიც საპირფარეშოსა და უსიამოვნო სუნთან დაკავშირებული უხერხულობის გადალახვა/თავიდან არიდებაა. კონკრეტულად, რა პრობლემას ჭრის პროდუქტი და როგორ, მარკეტერის შეკითხვებს „არუსუნოს“ ფროდაქთ მენეჯერმა, გიორგი ლალიაშვილმა (ზილე) უპასუხა:

M: პირველ რიგში, გაგვეცანით, ვინ ხართ პროექტის იდეის ავტორები, რა სპეციალობა გაქვთ და რას საქმიანობთ?
პირველ რიგში, მეგობრები ვართ:
ზვიად (ზიკო) სიჭინავა – იდეის ავტორი, Front-end დეველოპერი, პროდუქტის დიზაინერი, Freelancer;
დაჩი გუბაძე – ფიზიკოსი, ეკონომისტი, მუშაობს გაეროს ეკონომიკის კვლევით ინსტიტუტში, მაასტრიხტში;
გიორგი ლალიაშვილი – ფიზიკოსი, ტრენერი ინოვაციური მეწარმეობის სფეროში;
გიორგი ავალიანიფინანსიტი, მარკეტოლოგი, „ლივინგსტონის“ კრეტიული დირექტორი.

M: იდეა როგორ გაჩნდა? რა კონცეფცია აქვს Arusuno-ს?
იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც სამივე ოჯახებსა და სხვა მეგობრებთან ერთად ვისვენებდით დაჩისთან მაასტრიხტში. ბევრნი ვიყავით და საპირფარეშო საზიარო გვქონდა. უხერხულობის ფაქტორიდან გამომდინარე ზიკოს გაუჩნდა კითხვა – რატომ არ არსებობს ისეთი საშუალება, რომელიც ჩემ მაგივრად შეატყობინებს ტუალეტის რიგში მყოფ ხალხს, როდის არის კარგი დრო შესვლისთვისო?M: რა არის პროექტის მიზანი? რა პრობლემას ჭრის თქვენი იდეა და როგორ?
ამ პროექტის განხორციელებას ჩვენთვის ორი მიზანი აქვს: გართობა და ერთად მუშაობის გამოცდილების შეძენა, რადგან სამომავლოდ დიდი და სერიოზული გეგმები გვაქვს მეწარმეობის კუთხით (entrepreneurship-ს რომ უკეთესი შესატყვისი ქონდეს კარგი იქნებოდა).

პრობლემა, რომელსაც არუსუნო ჭრის ცოტა უხერხული და სასაცილოა – ტუალეტიდან რომ გამოდიხარ და რიგში მდგომ ადამიანს რომ ეუბნები – ორი წუთი არ შეხვიდეო – ამის ნაცვლად „არუსუნოს“ ტაიმერს აყენებ ორ წუთზე და ბოლოს ზარიც დაირეკება. აღსანიშნავია, რომ „არუსუნოს“ ეცვლება გვერდებზე მიმაგრებული სუნის აღმნიშვნელი თავები. ჩვენ ვგეგმავთ ამ თავებზე სხვადასხვა სახალისო ვიზუალების დატანას, რომლებსაც მომხმარებელი აიტაცებს.

M: Indiegogo-ზე როგორ მოხვდით? პროექტზე მუშაობის პროცესში იცოდით, რომ ამ პლატფორმაზე გააზიარებდით თქვენს იდეას?
თავიდანვე მივხვდით, რომ ეს ისეთი პროდუქტია – სახალისოდ და გასართობად თუ შეიძენს ადამიანი, ამიტომ თავიდანვე crowdfunding-ის გზით გადავწყვიტეთ წასვლა. ჩვენი სახსრების მინიმალური ინვესტიცია გავაკეთეთ, რადგან არ გვინდოდა, გასართობ პროექტში დიდი რესურსი ჩაგვედო. „არუსუნოს“ სახალისო / სახუმარო ბუნებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ შესაბამისი ვიდეოს გაკეთებაც, სადაც ის კომპანიები თუ პროდუქტის დიზაინერები გავაშარჟეთ, რომლებიც საუთარ პროდუქტებზე ზედმეტად აღფრთოვანებული მანერით საუბრობენ. მოკლედ, როგორც ჩვენ ვამბობთ – ერთი შეხედვით, არასერიოზულ პროდუქტს ერთი შეხედვით, ზედმეტად სერიოზულად მივუდექით.M: ამჟამად, რა ეტაპზეა პროექტი? ინდიგოგოზე არსებული ე.წ. funding-ის საშუალებით უნდა დაფინანსდეთ, რომ განხორციელდეს, თუ რა ხდება?
ამჟამად ინდიგოგოს მომხმარებლის რეაქციას და წინასწარ შეკვეთებს ველოდებით. პლატფორმაზე არჩეული პირობებიდან გამომდინარე მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიწყებთ „არუსუნოს“ წარმოებას, თუ მითითებულ ფინანსურ მიზანს ($30,000) მივაღწევთ. სხვა შემთხვევაში მყიდველებს გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

M: post poop timer – სახელწოდების ქართული ვერსია თუ გაქვთ?
სამწუხაროდ, ჯერ არა.M: როგორია თქვენი მოლოდინები?
ვფიქრობთ crowdfunding-ის ამოწურვამდე დაგვიგროვდება საკმარისი თანხა იმისთვის, რომ წარმოება დავიწყოთ – ამისთვის ყველაფერი მზად გვაქვს. გაგვიხარდება, თუ მომხმარებელი ისევე იუმორისტულად შეხედავს არუსუნოს, როგორც ჩვენ.

კრედიტები:
იდეის ავტორი – ზვიად სიჭინავა (ზიკო);
პროდაქთ მენეჯერები – გიორგი ლალიაშვილი (ზილე) და დაჩი გუბაძე;
კრეატიული დირექტორი, სცენარი და CPO (Chief Poop Officer)  – გიორგი ავალიანი (ავალა);
გადაღება და უღრმესი მადლობა – ირაკლი სოლომონიშვილი (პითა);
3D Design – ნიკა ალავიძე.

განხილვა