4
Jun
2014

არია იოგა „ნებისმიერი საქმის კეთებისას აუცილებელია სიყვარული. სიყვარული იმასა, რასაც აკეთებ“

4 Jun 2014

Startauperi
Startauperi


„მე პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ცხოვრებაში ისეთ რამეს აღმოვაჩენდი, რაც ბიზნესის კეთებას გადამაწყვეტინებდა. დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ჰობის და ბიზნესის შერწყმა ის საქმეა, რაც მიყვარს და ბედნიერს მხდის“- ამბობს „არია იოგას“ დამფუძნებელი ნინა შენგელია.

10343539_289403587895854_6748641798698637565_n

იოგათი, ჯერ, როგორც რიგითი მომხმარებელი ისე დაინტერესდა, შემდეგ მისი ჰობი ბიზნესად იქცა და იოგას ცენტრი გახსნა.

ნინა შენგელია: ჩვენმა ცენტრმა სულ ახლახანს დაიწყო ფუნქციონირება და, შესაძლოა, ეჭვს იწვევდეს მისი კვალიფიციურობა. მაგრამ, გვყავს ინდოელი ინსტრუქტორები, ჰიმალაის მთებში მიღებული უნიკალური გამოცდილებით. ფლობენ იოგას ისეთ მიმართულებებს როგორიცაა: აშტანგა, ჰათა, ვინიასა… თუმცა, სტანდარტულად „არია იოგა“ ცენტრი ჩვენს მომხმარებელს სთავაზობს უფრო მოდერნიზირებული იოგას ვარჯიშებს, რომლებიც ორიენტირებულია არა სულიერ, არამედ ფიზიკურ პროგრესსა და დატვირთვაზე და არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან. გათვლილია იმ მოთხოვნებზე, რომლებიც დღეს ასეთ პოპულარულს ხდის მას.

10170827_285592584943621_5225443471811574283_n

იქიდან გამომდინარე, რომ მე თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ამ სფეროში მომხმარებლის როლში ვიყავი და ერთგვარი ჰობი იყო იოგა ჩემთვის, დარწმუნებული ვარ ზუსტად ვიცი რა სჭირდება ჩვენს კლიენტს, ვიცი რით გავხადოთ მისი ჩვენთან ვიზიტი განტვირთვის, რელაქსაციის და ამავდროულად, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყოველდღიური კომპონენტი.

იოგა ცენტრებით დაინტერესება იზრდება. საკმაოდ პოპულარული ცენტრები არსებობს კიდეც თბილისში. „არია იოგას“ უპირატესობა რა არის?

ვთავაზობთ პროფესიონალიზმს, სიყვარულით ნაკეთებ საქმეს და კომფორტს, რომელიც მომხმარებლის თვალით დანახულის საფუძველზე ვაქციეთ რეალობად. ჩვენი მთავარი მიზანია „იყავით ჯანმრთელი და ბედნიერი!“

რატომ გაჩნდა ასეთი დიდი დაინტერესება ბოლო დროს ქალაქში იოგას მიმართ?

იოგა ჩემთვის ერთადერთი ფიზიკური აქტივობაა, რომელიც ამოუწურავი განვითარების საშუალებას გვაძლევს და წარმოუდგენელია მოგბეზრდეს. დღითიდღე, თვალნათლივ ხედავ ზრდას და არ არსებობს საზღვარი, რომელსაც მიაღწევ და ინტერესს დაკარგავ. ალბათ, სწორედ ეს იწვევს მისდამი ასეთ მზარდ ინტერესს. რა თქმა უნდა, მის სხვა უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს ღირებულებებთან ერთად.

როგორ იქცა თქვენი ჰობი ბიზნესად?

მე პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ცხოვრებაში ისეთ რამეს აღმოვაჩენდი, რაც ბიზნესის კეთებას გადამაწყვეტინებდა. დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ჰობის და ბიზნესის შერწყმა ის საქმეა, რაც მიყვარს და ბედნიერს მხდის.

რა არის საჭირო, რომ ჰობი წარმატებულ ბიზნესად იქცეს?

ნებისმიერი საქმის კეთებისას აუცილებელია სიყვარული. სიყვარული იმასა, რასაც აკეთებ. ჩვენი წარმატების გარანტიც სწორედ ეს არის.

განხილვა