20
Sep
2018

„ას ჯორჯია-დირსი“ მედიის წარმომადგენლებს ბაქოში იწვევს!

20 Sep 2018

21-23 სექტემბერს, კომპანია „ას ჯორჯია“, საინფორმაციო ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის დედაქალაქ – ბაქოში უმასპინძლებს.

კომპანიის ორიგინალური მოწვევა ჟურნალისტებმა უკვე მიიღეს და საინფორმაციო ტურისთვის ემზადებიან, სადაც კომპანია „ას ჯორჯია – დირსის“ – „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციის პროექტის მეორე ეტაპის წარდგენა გაიმართება.

ინვესტიციის II ეტაპი 75 000 მ2 ევროპული ტიპის პარკსა და მტკვრის სანაპიროზე გაშენებულ ბულვარს მოიცავს და მისი ღირებულება 9 000 000 ლარს შეადგენს.2კმ-მდე გაგრძელებულ ბულვარზე განთავსდება ღია კაფეები, ველობილიკი, კომერციული ობიექტები, ხოლო პარკში, სადაც 5000-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება, ყველა ასაკის ადამიანისთვის, სხვადასხვა ტიპის სივრცეები მოეწყობა. გარემო შშმ პირების საჭიროებებზე სრულად ადაპტირებულია. ველობილიკსა და სპორტულ მოედნებთან ერთად მოეწყობა „სკეიტპარკი“, საბავშვო ზონა, საპიკნიკე, სამაგიდო თამაშების ზონა, ველოსიპედების პარკინგი და სპეციალურად გამოყოფილი ზონა შინაური ცხოველებისთვის.ქართველ ჟურნალისტებს „დირსის“ სამომავლო ინვესტიციის გეგმებს თავად კომპანიის დამფუძნებელი, შაჰინ მოვსუმოვი გააცნობს, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქეა.

მოწვეული ჟურნალისტები დაათვალიერებენ კომპანიის დასრულებულ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექს „რენესანს პალასსა“ და ვილების კომპლექს „ვილა სიენას“.დირსის „ქალაქი ქალაქში“ პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპად იგეგმება და საბოლოოდ, ინვესტიცია მილიარდ-ნახევარ დოლარს გადააჭარბებს.

[R]

განხილვა