in

AS Monaco eSports: „ჩვენ ინვესტიციას მომავალზე ვაკეთებთ“

მონაკო, ასევე, აქტიურად მუშაობს ელექტრონული სპორტის განვითარების მიმართულებით, Esport პლატფორმებზე საკუთარი მოთამაშეების დასპონსორების, სპეციალური ბანაკებისა და საწვრთნელი ცენტრების მოწყობის შემდეგ, გუნდი ამ მხრივაც ახალ სიმაღლეებს იპყრობს

Sporti
Sporti

საფეხბურთო კლუბი „მონაკო“ სპორტული მიმართულებების გარდა, მოედნის მიღმა, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კლუბია. ციფრული მიმართულებით კლუბი სწრაფი ტემპებით პროგრესირებს, მილიონობით გამომწერისა და ყველა ტრადიციული სოც.მედიაარხის გარდა, კლუბმა აზიურ ბაზარზეც შეაღწია და იქაურ პლატფორმებზეც ტრანსფორმირდა.

მონაკო, ასევე, აქტიურად მუშაობს ელექტრონული სპორტის განვითარების მიმართულებით, Esport პლატფორმებზე საკუთარი მოთამაშეების დასპონსორების, სპეციალური ბანაკებისა და საწვრთნელი ცენტრების მოწყობის შემდეგ, გუნდი ამ მხრივაც ახალ სიმაღლეებს იპყრობს. Pro Evolution Soccer-ისა და Fifa-ს სათამაშო გუნდებს მალე Fortnite, Dota, LOL-ის გუნდებიც შეუერთდებიან. ყველა მოთამაშესთან, რომელსაც კლუბი აიყვანს, სპეციალური კონტრაქტები გაფორდმება, სადაც ყოველთვიური ანაზღაურებისა და საბონუსე სისტემების გარდა, საწვრთნელ შეკრებებზე აზიაში გამგზავრების პუნქტიც კი იქნება შეტანილი.გარდა ამისა, მონაკო გახდა პირველი კლუბი, რომელმაც Esport გუნდების ეკიპირებისთვის, რომელიც თითქმის სათამაშო ფორმის იდენტურია, ახალი მთავარი სპონსორი და სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა. Sponsor.Online სათამაშო ეკიპირების გარდა, იუთუბ და თვიჩ ჩენელების მთავარი სატიტულო სპონსორი იქნება.

ეს მიმართულება საოცარი სისწრაფით ვითარდება. ჩვენ, ცხადია, ამას თვალს ვადევნებთ. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ელექტრონული სპორტის მიმართულებით განვითარება და გვინდა, ყველა სიახლეს ფეხი ავუწყოთ და არაფერს არ ჩამოვრჩეთ. გვჯერა, ამ სფეროშიც წარმატებულები ვიქნებით და ყველა გამოწვევას წარმატებით გადავლახავთ, – განაცხადა საფეხბურთო კლუბ მონაკოს დირექტორმა.


მეცნიერებმა Deepfake-ის ამომცნობი ტექნოლოგია შექმნეს!

ProCredit Bank-ის რჩევები მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ