14
Nov
2016

პოდიუმი თვითმფრინავის ასაფრენ ზოლზე – რას მიუძღვნეს აეროპორტის მოდური კამპანია?

14 Nov 2016

Elit Electronics
Elit Electronics


მართალია, დღესდღეობით, უპრობლემოდ არის შესაძლებელი სულ რამდენიმე საათში ერთი კონტინენტიდან მეორეზე მოხვედრა, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ჰელსინკის აეროპორტი უმოკლესი გზაა ევროპასა და აზიას შორის. სწორედ ამიტომ, აეროპორტის ხელმძღვანელობამ საკმაოდ უჩვეულო გზით გადაწყვიტა ყურადღების მიქცევა და მოდის ჩვენება პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე მოაწყო.

 

როგორც წესი, მოდის კვირეულზე დიზაინერები და ორგანიზატორები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ განსაკუთრებული, განსხვავებული და ლამაზი პოდიუმი მოაწყონ. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტის ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ, ამის ბევრი არაფერი გაეგება, ფაქტია, რომ ჰელსინკის აეროპორტის პოპულარიზების იდეით შეპყრობილებმა ერთ–ერთი ყველაზე ორიგინალური და განსხვავებული პოდიუმი შექმნეს. 7 წარმატებული დიზაინერი, 55 ულამაზესი მოდელი, ოთხასამდე სტუმარი, მათ შორის ცნობილი სახეები, კრიტიკოსები, პრესის წარმომადგენლები, ერთი თვითმფრინავი და გრძელი ასაფრენი ბილიკი, როგორც პოდიუმი. იდეა ნამდვილად განსაკუთრებული და ეფექტური აღმოჩნდა. მოდის სენსაციურმა მოვლენამ მაშინვე მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება.

განხილვა