in

Asahi Kasei-ს კონცეპტუალური მანქანა, რომელიც მომავლის მოდელს ჰგავს

იაპონურმა მრავალეროვნულმა კომპანიამ Asahi Kasei კონცეპტუალური ავტომობილი AKXY2 წარადგინა, რომელსაც ნავის ფორმა აქვს და ფართო ინტერიერი იმისთვის, რომ უმასპინძლოს ისეთ შეხვედრებს, როგორებიცაა პიკნიკი ან წვეულება. მას აქვს გამჭვირვალე, ბუშტისებრი საფარი, რომელიც მაღლა იწევა, როცა მასში მგზავრი უნდა ჩაჯდეს და ეშვება, როდესაც მანქანა იძვრება. 

AKXY2, რომელიც უკვე 100 წელია, არსებობს, აღნიშნავს, რომ ის აპირებს ისეთი მანქანების წარმოებას, რომლებიც გათვლილია მომავალი მობილობის საჭიროებებზე – ავტომატიზაცია და ელექტრიფიკაცია ცვალებად საზოგადოებაში. კონცეპტუალური მანქანა აღჭურვილია შიდა ტექნოლოგიების ასორტიმენტით, რომელიც Asahi Kasei-ს 100-წლიან კოლექტიურ ექსპერტიზას ეხმიანება.

ტექსტილიდან დაწყებული ელასტომერებით დამთავრებული, Asahi Kasei-ს ისეთი მასალაა აქვს გათვლილი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება შიგნით მჯდომთათვის. შიდა ზედაპირები დაფარულია მიკრობოჭკოვანი ზამშით, რომელიც ნაწილობრივ დამზადებულია რეციკლირებული პოლიესტერისგან, ხოლო მანქანის სავარძლები მოპირკეთებულია 3D ბადის მასალისგან. კომპანიას გააზრებული აქვს, რომ მანქანაში, დაწყებული სალონის სუნიდან დამთავრებული ტექსტილთან შეხებით – ყველაფერი მნიშვნელოვანია, ამიტომ თავის კონცეპტში ყველა დეტალი აქვს გათვალისწინებული, რაც მანქანას ფუტურისტულ იერს ანიჭებს.

ნახევრად გამჭვირვალე და უკნიდან განათებული ქსოვილები, ისევე როგორც პლასტიკური ოპტიკური ბოჭკოები, საშუალებას გაძლევთ, მოირგოთ ატმოსფერული განათება ავტომობილის შიგნით, ხოლო მდგრადი ქსოვილები მიზნად ისახავს სავარძლების კომფორტით აღჭურვას. შედეგად, მანქანა გახდება უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სატრანსპორტო საშუალება. ეს იქნება მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობის ადგილი, ისევე როგორც სახლის ეზო.

AI დანაშაულს 90%-იანი სიზუსტით ამოიცნობს

რას ნიშნავს იყო თანამედროვე ფერმერი? — სოსო გიოშვილი