Asana სამუშაო პროცესისა და პროექტების მართვის პლატფორმაა. ის ყველანაირი ზომის ორგანიზაციაზეა მორგებული და საშუალებას აძლევს მათ, დაშალონ პროექტები ამოცანებად, რითაც იადვილებენ თანამშრომლობას. პლატფორმა ეხმარება გუნდს, დაინახონ, რა აკლია მათ პროექტს და უკეთესად დაგეგმონ ისინიც და მომავალი საქმეებიც.
როგორც ყველა ასეთ ბიზნესს, სტარტაპს, Asana-საც თავისი ისტორია აქვს. ამ სტატიაში ერთად გავიგებთ, რამ აიძულა პლატფორმის შემქმნელები შეექმნათ პროექტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა და როგორ მიაღწიეს წარმატებას.
დამფუძნებლები დამფუძნებლობამდე
დასტინ მოსკოვიცი და ჯასტინ როზენშტეინი Asana-ს გამოცენამდე ფეისბუკის ინჟინრები იყვნენ. მოსკოვიცს აწუხებდა ის, რომ მისი სამუშაო დღის უმეტესი ნაწილი შეხვედრებზე, წერილებზე პასუხის გაცემასა და ინფორმაციის მოძიებაში გადიოდა და უფრო ღირებულ საქმეს ვერ ასწრებდა. მან ეს უკმაყოფილება როზენშტეინთან გამოთქვა, რომელმაც მხარი დაუჭირა და ერთად დაიწყეს იმის შესწავლა, თუ როგორ შეექმნათ პლატფორმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად და დახმარებოდნენ ორგანიზაციებს, ეფექტურად გაუწიონ კოორდინაცია თავიანთ მუშაობას.
Asana-ს დაფუძნება
როგორც კი მათი პროექტი ძალაში შევიდა, მოსკოვიცმაც და როზენშტეინმაც დატოვეს ფეისბუკი და მთელი ყურადღება სტარტაპის შექმნას დაუთმეს. მათ სურდათ შეექმნათ მუშაობის ახალი და ინოვაციური გზა. გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობის მათმა გამოცდილებამ კარგად დაანახა პარტნიორებს, სად იყო სამუშაო კოორდინაციის პრობლემები და რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ ამის გამოსასწორებლად. 2011 წელს პლატფორმის პირველი ვერსია გამოვიდა. ეს ვერსია უფასო იყო, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ კომპანიებს გაეტესტათ და მიმხვდარიყვნენ მის საჭიროებას.
გამოსვლისთანავე პლატფორმამ დიდი გამოხმაურება მოიპოვა კომპანიებისგან და სტარტაპი მათ უკუკავშირებს დაეყრდნო, რათა პროექტი კიდევ უფრო განევითარებინა.
პრემიუმ პაკეტი
გარკვეული განახლებების განხორციელების შემდეგ დამფუძნებლები მიხვდნენ, რომ პლატფორმა კარგად მუშაობდა, მოთხოვნაც მაღალი იყო და 2012 წელს პრემიუმ ფასიანი პაკეტი შემოიღეს უფასო საბაზისო ვერსიასთან ერთად. პრემიუმ გეგმის გამოშვებასთან ერთად, მან ასევე წარადგინა საკუთარი API, რაც Asana-ს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მოქნილი ყოფილიყო თავისი მომხმარებლებისთვის. იმავე წელს დაემატა ინბოქსის ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნული იყო ელფოსტის ჩასანაცვლებლად და ერთ სივრცეში ყველა პროცესის ოპტიმიზირებისთვის. ეს ფუნქცია მომხმარებლებს უჩვენებს შესაბამის ამოცანებს, ვადებს, კომენტარებსა და პროექტის განახლებებს ყველა პლატფორმის ფარგლებში.
რედიზაინი
2015 წელს პლატფორმამ მნიშვნელოვანი რედიზაინი განიცადა. ინტერფეისი მთლიანად მომხმარებლებისგან მიღებული გამოხმაურების საფუძველზე აეწყო. ამ ცვლილების შემდეგ პლატფორმას 3000-ზე მეტი ახალი კომპანია დაემატა, ხოლო 2019 წელს სტარტაპმა 14 „ანგელოზი” ინვესტორისგან 1,2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო.
ასანა მუდმივად აფართოებს თავის ფუნქციებს და ავითარებს ახალ ინოვაციურ გზებს, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს ნაკლები დროის დახარჯვაში. სიტყვა „ასანა” იოგას ტერმინია და ის ყურადღების ცენტრალიზებას გულისხმობს. პლატფორმა Asana-ს მთავარი დანიშნულებაც ესაა – მნიშვნელოვან პროცესებზე სწორად ფოკუსირება და მათი ერთ წერტილში ოპტიმიზაცია.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი