in

A$AP Rocky და მარგარეტ კუოლი Channel-ის სასიყვარულო ისტორიაში

ნიუ-იორკის Métiers d’Art 2026-ის გამოფენამდე Channel-მა მომხმარებლებს ახალი, ზღაპრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი შესთავაზა ბრენდის ელჩი მარგარეტ კუოლისა და Chanel-ის ახალი წევრი A$AP Rocky-ის მონაწილეობით. ერთ სიტყვასაც ვერ გაიგებთ, თუმცა ეს სულაც არ შეუშლის ხელს ემოციური ფონის განვითარებას… ასე კი ბრენდის ახალი თავის დაწყების მომსწრე ვხვდებით, რომელიც შემოქმედებით ხელმძღვანელ მატიე ბლეზის უკავშირდება — მიზნად პოდიუმს მიღმა გასვლა აქვს დასახული, რისთვისაც მთავარ იარაღად სთორითელინგი წარმოუდგენია. 

BOG

ამგვარად, ამ ფილმზე ფიქრობენ, რომ მარტივად მიაღწევს მაღალი მოდის სამყაროს მიღმა არსებულ აუდიტორიამდე, თავისივე მსახიობებით, სტილით, კინემატოგრაფიითა თუ მუსიკით. თუმცა რეალურად მოხდება თუ არა ასე, ეს თავად შეაფასეთ და უყურეთ Channel-ის სასიყვარულო ისტორიას A$AP Rocky-სა და მარგარეტ კუოლის მონაწილეობით:

მარკეტინგის ინდუსტრია 2025 წლის მიგნებებს 6 პუნქტად აჯამებს

თანამშრომელთა ნდობა – უხილავი ვალუტა, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციისთვის