in

ASBIS და UNITED24 უკრაინისთვის ფონდების მოზიდვას იწყებენ — Bang & Olufsen Beosound 2 დინამიკების შეზღუდული გამოცემა

ASBIS-მა, დამატებითი ღირებულების გლობალურმა დისტრიბუტორმა და UNITED24-მა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული ფონდების მოზიდვის პლატფორმამ, უკრაინაში სამედიცინო დახმარებისთვის სახსრების შეგროვება დაიწყეს.

ინიციატივის მხარდასაჭერად დანიურმა ძვირადღირებულმა ბრენდმა Bang & Olufsen-მა შექმნა თავისი საკულტო სპიკერის Beosound 2 შეზღუდული გამოცემა — ეს დამზადებულია უკრაინის დროშის ფერებში.

ყველა შემოსული შემოწირულობა C-arc რენტგენის აპარატების შეძენას მოხმარდება. ასეთი მოწყობილობები ექიმებს მოტეხილობების სწრაფად დიაგნოსტირებაში ეხმარება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის წარმატებული ოპერაციების რაოდენობას და ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს. სწორედ ნამსხვრევები და მრავლობითი მოტეხილობებია უკრაინის ომის მსხვერპლთა დაზიანებების ყველაზე გავრცელებულ ტიპებს შორის.

ფონდების მოზიდვის კამპანიის დასასრულს შემთხვევით შერჩეული 10 დონორი მიიღებს Bang & Olufsen Beosound 2-ის უკრაინულ გამოცემას.

როგორ უნდა შეხვიდეთ გათამაშებაში სპიკერის მოსაგებად?

შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ უკრაინას და მონაწილეობა მიიღოთ გათამაშებაში UNITED24-ის ოფიციალური ვებგვერდის მონახულებით.

გათამაშება 16-დან 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, გამარჯვებულები კი 1 სექტემბერს გამოვლინდებიან. გათამაშებაში მონაწილეობის მინიმალური შემოწირულობის თანხაა 10 ევრო. რაც უფრო მეტია თანხა, მით მეტია მოგების შანსი.

შემოწირულობის გათამაშების შედეგები გამოქვეყნდება ფონდების მოზიდვის პლატფორმის UNITED24-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ომის დაწყებიდან ASBIS აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებით. კომპანიის მიერ შემოწირულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სატრანსპორტო მანქანები, გენერატორები საავადმყოფოების უწყვეტი მუშაობისთვის, რენტგენის აპარატები და მრავალი აუცილებელი ნივთი.

[პარტნიორის კონტენტი]

რისთვის სჭირდება ბრენდს ემოციური ნარატივი?

Kia მეტი სიკეთის კეთებაში დაგეხმარებათ